ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ვასაძე
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2015


* * *

გელოდი წვიმაში და არსად არ სჩანდი,
ვფიქრობდი არ ღირდეს იქნება...
წმინდაო მარიამ ! ისევ შენ თუ მოხვალ
და თუკი როდესმე უფალმაც ინება...
ვიდექი მარტო და მზის ჩასვლას ვუცქერდი,
ვფიქრობდი არ ღირდეს იქნება...
და ამ ცივ ამინდში რას წარმოვიდგენდი
შენ თუ შეგნიშნავდი შორიდან...
და ღმერთო ჩემო და უფალო ძლიერო !
ვფიქრობდი არ ღირდეს იქნება...
ამდენი ლოდინი და რისთვის თუ იცით ?
სილუეტს ვუყურებ შორიდან !
სილუეტს, რომელსაც მე აღარც ვახსოვარ ...!
სილუეტს, რომელიც გზის იქეთ მიდის და
ყვავილებს, რომელსაც წყლის წვეთი უხდება...
ვისვრი და არცერთი კითხვა არ მიჩნდება...!
და მაინც არ ვნანობ არც ერთ წამს, იცოდე !
ფილტვების ანთება... ხველება...!
და ახლა ვრწმუნდები, უფალო ძლიერო,
ცაზე რომ ღრუბლებიც იღლება...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები