„არაფერი განსაკუთრებული - უბრალოდ, უსასრულო სამყარომ კიდევ ერთხელ გულგრილად აიჩეჩა მხრები“ – (ჯონ ბენვილი. ზღვა)
ისე მშვიდი ხარ, ვით ფიფქებში გეთსამანია. დღეს ალალია შენც გიყვარდე, პასუხი გამცე. ცხოვრება, კარგო, გოლგოთაზე ასატანია. გხედავ და ადრე ვერასოდეს გხედავდი ასე. (შენ არ გინახავს დათოვლილი გეთსამანია.)
შენ არ გინახავს, (მაგრამ ნახავ, აგეტირება) რომ მე ვინმესთან ჯვარს დავიწერ კუბოს ფიცრამდე. ჩემი ცხოვრება შენი ცრემლიც არ ეღირება, მე ამ ცხოვრების ბოლომდეც კი არ დაგიცადე და ამ წუთებშიც უნებლიედ გაგეღიმება.
მაგრამ, ხომ იცი, რომ ცხოვრების ხარ სომელიე. და არ აგცდება ტანჯვა, რადგან სხვებზე მეტი ხარ. მინდა იცოდე - ერთადერთი შენ მომერიე და არ გეგონოს, რომ მარტივად აღარ მინდიხარ. ისიც არ ვიცი უბედური აქ რომელია.
აბა რა გითხრა, ცხოვრებაა ის სეკუნდანტი, რომელმაც ეს გზა ასე გაყო, ასე განსაჯა და სულ ყველაფრით უარყოფილ, ყველაფერ ანტით, ჩვენი სახლის წინ ჯალათივით დაგვიდარაჯდა. და მე დამტოვა სცენის მიღმა და მიღმა ფარდის.
ღამისთენება ახლა უკვე ქრონიკულია. მთელი კოსმოსი ჩაეტევა ამ ერთ ოთახში, რომელშიც ახლა ერთადერთი შენი სულია და ვარ ატომი, დედამიწის ერთი გორახი. ყველა დღე შენთან, ახლა უკვე გარდასულია.
მოსალოდნელი არის წვიმა. არის გრიგალი და რა მოგაგნებს ამ ამინდში და ამ ნამქერში. მხოლოდ ის მახსოვს, არაფერი რომ არ მითხარი და უსასრულო სინათლეში, რომ გადავეშვი. რომ მომეხადა დედამიწის ყველა სახადი.
ცხოვრება, როგორც გამოცდილი სიმულიანტი, შენ, როგორც ღამის აჩრდილსა და როგორც სილუეტს არ გინდობს. მე კი სიყვარულის ილუმინატი, სიყვარულისთვის ჩამოსული, მე - მიურატი, ამ არ სიყვარულს სულგრძელად და ეშხით გიტევებ.
შენ მოგინდება სინანული და მეტანია. ვერ გაიძულებ, რომ გიყვარდე ძალდატანებით. ნამეტანია, უშენობა ნამეტანია. ახლა სიყვარულს ითვისებენ შარლატანები. შენ - არჩევანი. ჩემი ხვედრი - არადანია.
აღარ სჭირდება ამ ცხოვრებას მეტი სქოლიო. ზღვაში წვეთია სიყვარული, რაც ჩვენ შევქმენით. აუტანია დედამიწა ქავილს, ფსორიაზს. წადი და სულში ჩაუსახლდი. მშველელ ექმენი! ვისაც ცხოვრება სახლობანა უფრო ჰქონია.
ისე მშვიდი ხარ, ვით ფიფქებში გეთსამანია. დღეს ალალია შენც გიყვარდე, პასუხი გამცე. ცხოვრება, კარგო, გოლგოთაზე ასატანია. გხედავ და ადრე ვერასოდეს გხედავდი ასე. (შენ არ გინახავს დათოვლილი გეთსამანია.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არც მე მინახავს....მაგრამ... ლექსი მშვენიერია.
არც მე მინახავს....მაგრამ... ლექსი მშვენიერია.
9. "შენ არ გინახავს დათოვლილი გეთსამანია."__ისეთი სიმშვიდე მოაქვს ახლა ამ ფრაზას. დავდივარ და ვიმეორებ. მინდა, დარჩეს...
"შენ არ გინახავს დათოვლილი გეთსამანია."__ისეთი სიმშვიდე მოაქვს ახლა ამ ფრაზას. დავდივარ და ვიმეორებ. მინდა, დარჩეს...
8. მთლიანი ლექსის გადმოტანა მომინდა კომენტარში. მაგრამ. . .
სამჯერ წავიკითხე. ძალიან. ძალიან. ++
მთლიანი ლექსის გადმოტანა მომინდა კომენტარში. მაგრამ. . .
სამჯერ წავიკითხე. ძალიან. ძალიან. ++
7. დიდი ხომ არის, მაგრამ ისეთი მელოდიურად წასაკითხია... რომ ჩავუყევი ვიფიქრე ნუთუ არ შეიძლებოდა უფრო ლაკონურადთქო :)) და მეორედ ჩამოვუარე, დამენანებოდა რამე მომეკლო, როგორც მკითხველს დაა ვტორს მით უფრო :) წავალ თავს შენს დავესხმები სხვა ნაწერებს :) დიდი ხომ არის, მაგრამ ისეთი მელოდიურად წასაკითხია... რომ ჩავუყევი ვიფიქრე ნუთუ არ შეიძლებოდა უფრო ლაკონურადთქო :)) და მეორედ ჩამოვუარე, დამენანებოდა რამე მომეკლო, როგორც მკითხველს დაა ვტორს მით უფრო :) წავალ თავს შენს დავესხმები სხვა ნაწერებს :)
6. +. 8 მაისი. 2015წ. შინაგან საიდუმლოთა, კანონზომიერად გადმოცემა., მშვენიერია. ნექტარი. +. 8 მაისი. 2015წ. შინაგან საიდუმლოთა, კანონზომიერად გადმოცემა., მშვენიერია. ნექტარი.
5. ემოციური და ტევადი. კარგია ნამეტანი :)
ემოციური და ტევადი. კარგია ნამეტანი :)
4. აქაც უნდა მატირო, ხო? ძაან მაგარია. ^_^ აქაც უნდა მატირო, ხო? ძაან მაგარია. ^_^
2. "ისე მშვიდი ხარ, ვით ფიფქებში გეთსამანია. დღეს ალალია შენც გიყვარდე, პასუხი გამცე. ცხოვრება, კარგო, გოლგოთაზე ასატანია. გხედავ და ადრე ვერასოდეს გხედავდი ასე. (შენ არ გინახავს დათოვლილი გეთსამანია.) "
სასიამოვნო,ლამაზი ლექსის წყვილები ერთმანეთს მელოდიურად ერწყმის...
შთამბეჭდავი და არაჩვეულებრივია...
"ისე მშვიდი ხარ, ვით ფიფქებში გეთსამანია. დღეს ალალია შენც გიყვარდე, პასუხი გამცე. ცხოვრება, კარგო, გოლგოთაზე ასატანია. გხედავ და ადრე ვერასოდეს გხედავდი ასე. (შენ არ გინახავს დათოვლილი გეთსამანია.) "
სასიამოვნო,ლამაზი ლექსის წყვილები ერთმანეთს მელოდიურად ერწყმის...
შთამბეჭდავი და არაჩვეულებრივია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|