არც სიმშვიდეა, არც სიჩუმეა, არც ერთი ფიქრი არ მომდის თავში. ვარ ჩაწოლილი, როგორც მუმია უტყვი გრძნობების ცივ სარკოფაგში.
შენარჩუნებულს ბალზამით იერს, დრომ გამოსჭამა სულის საყრდენი. და ამა ქვეყნის ვით ყველა ძლიერს ჩემივ საქმეთა აჩრდილი მდევნის.
ჰოი დიდებავ, ჰოი დიდებავ, ოდესღაც ტკბილო, როგორ გამწარდი?! როგორ მატულობს, როგორ დიდდება უნანელობის დღეებზე დარდი.
აქ, ნაპერწკალიც არ მეღირსება! ვინ თქვა კუპრიო? რა ცეცხლის ალი?! წვა - სიყვარულის არის თვისება, აქ კი სულ ცივა, გუშინ... დღეს... ხვალე...
შორს, ძლივს-ძლივობით მიწვდენით თვალის, ბუნდოვნად ვხედავ ჩემს პირამიდას. ჩემი ადგილი იქ... იქ... იქ არის!.. მე, აქ რა მინდა?! მე, აააააქ რა მინდააა?!.
არც სიმშვიდეა და არც სიჩუმე, დრომ გამოსჭამა ჩემს კერპს საყრდენი. შევმცდარვარ,სულ სხვა ღმერთისთვის, თურმე უნდა მერთმია, მე, სულ სხვა ძღვენი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ++ გამაცინა! დამაღონა! ლენინი შემეცოდა... :))) ++ გამაცინა! დამაღონა! ლენინი შემეცოდა... :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|