 | ავტორი: მევარმე ჟანრი: პოეზია 10 მაისი, 2015 |
შავ კლავიშებზე გადარბის კატა, ჩავარდა, ჩატყდა, მზიანი ხიდი, მე კი, ვაგონის გაღებულ კართან, ვდგავარ და ღიმილს და დარდებს ვიხდი,
მივხვდი, ჩუმია ყოველი კადრი, დგარუნებს მხოლოდ რელსი სოულად, ამ გრძნობას მხოლოდ მუსიკას ვადრი, ვმუსიკალურობ თითქოს დროულად,
გული ცემს გრძნობას, ყოველ წამს წამწამს გვისველებს - თბილი ცრემლის ტომრები. დავშორდით განა? თან მწამს თან არ მწამს ცდას აზრი არ აქვს დამეგობრების..
წმინდა ტილოზე სიყვარულს ვხატავ, არ არის გვიან! არ არის ადრე!. კადრებს და ფიქრებს მე ქარებს ვატან სიტყვებად ქრიან, კოცნა ვინატრე
პიანინოდან ჩამოხტა კატა ჩავარდა ჩატყდა მზიანი ხიდი მე კი ვაგონის გაღებულ კართან ვდგავარ და ღიმილს და დარდებს ვიხდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წმინდა ტილოზე სიყვარულს ვხატავ, არ არის გვიან! არ არის ადრე!. კადრებს და ფიქრებს მე ქარებს ვატან სიტყვებად ქრიან, კოცნა ვინატრე
კარგია. წმინდა ტილოზე სიყვარულს ვხატავ, არ არის გვიან! არ არის ადრე!. კადრებს და ფიქრებს მე ქარებს ვატან სიტყვებად ქრიან, კოცნა ვინატრე
კარგია.
6. კარგია,მოგიკითხე :)) კარგია,მოგიკითხე :))
4. +. 11 მაისი 2015წ. ნექტარი. +. 11 მაისი 2015წ. ნექტარი.
3. ფინალი მომეწონა! ფინალი მომეწონა!
1. მესამე სტროფი განსაკუთრებით :-) +++ მესამე სტროფი განსაკუთრებით :-) +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|