ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: იუმორისტული
22 დეკემბერი, 2008


მოდა

(ხუმრობა)

საუკუნის წინანდელი ქუდი,
ნახევარი საუკუნის პალტო,
მეოთხედი საუკუნის კაბა...
ფეხსაცმელი მაქვს ახალი მარტო.

დავდივარ და თავს ვიწონებ მაინც,
სიღარიბეს კვლავ ვუნახავ ნამუსს -
რას მიქვია წლევანდელი მოდა?
ის კი არა, მე ვუხდები სამოსს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები