ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2015


(ჩემს ჯიბეში)

ჩემს ჯიბეში,
ხშირად არის
სიგარეტის ნამწვავი,
გასაღები,
ოთხად მოკეცილი
ცხვირსახოცი,
(რომელსაც ბორდიურზე დასაფენად ვიყენებ)
და
კიდევ
სამგაზვრო ბარათი...
ის, რაც
ჩემს ჯიბეს აკლია,
შენი ფოტოსურათია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები