ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2015


ბოლო ნაფაზი

ყელშია უკვე იზმ-ებიც და მათი ისტ-ებიც,
ყველა გაბოლებს მეგობარო, თანაც პირადად!
რა პრობლემაა, იღბალს წვრილი თუ აქვს კისერი,
და შენი რწმენაც თუ კასრივით ამოყირავდა...
ზამთრის ბაღებში რა ჯიუტად რგავდი ოცნებებს,
და მიწის ნაცვლად უტკეპნიდი სიტყვებს, დალოცვილს.
ნატვრის ლირიკა როდის იყო რამის მომცემი,
შენი ცხოვრებაც თვითონ გახდა გამოსალოცი!
ღმერთს რელიგია არა აქვსო - უთქვამს ჭკვიან კაცს,
ყველა გზას რომში კი არა და, მასთან მივყავართ!
მუხლმა გიმტყუნა, აცდენილი ამ გზას კი არ ხარ,
ჰოდა, ასეთი, როგორიც ხარ, მაგრად მიყვარხარ...
სხვისთვის უბრალოდ „ლუზერი“ ხარ, არ-ვერ-შემდგარი,
არ ეტკინები ჩვენს თავებზე მავალ ჯამბაზებს!
ხო, რაც მინდოდა სულ გითხარი, ალბათ ეგ არი,
გთხოვ, არ ჩააქრო, დამიტოვე ბოლო ნაფაზი...
13.05.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები