ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: თარგმანი
14 მაისი, 2015


ჩარლზ ბუკოვსკი - ყველასთან მარტოსული


ძვლებს ხორცი ფარავს
და მასში დებენ გონებას
ზოგჯერ კი სულსაც კი.
და ქალები კედელს მიამსხვრევენ ხოლმე ლარნაკებს
მამაკაცები კი სვამენ ზომაზე მეტს
და ვერავინ პოულობს იმას რასაც ეძებს.
მაგრამ საწოლში შეძვრომისას და
გამოძვრომისას ისინი მაინც აგრძელებენ ძებნას.
ძვლებს ხორცი ფარავს
და ხორცი ეძებს რაღაცას
რაც ხორცზე მეტია.
მაგრამ პოვნის არანაირი შანსი არ არსებობს
რადგან ჩვენ ყველანი საერთო ბედის ხაფანგში ვართ გაბმულნი
და ვერავინ პოულობს იმას რასაც ეძებს
ივსება ქალაქის ნაგავსაყრელები
ივსება საგიჟეები
ივსება საავადმყოფოები
ივსება სასაფლაოები
სხვა კი არაფერი ივსება

the flesh covers the bone
and they put a mind
in there and
sometimes a soul,
and the women break
vases against the walls
and the men drink too
much
and nobody finds the
one
but keep
looking
crawling in and out
of beds.
flesh covers
the bone and the
flesh searches
for more than
flesh.

there's no chance
at all:
we are all trapped
by a singular
fate.

nobody ever finds
the one.

the city dumps fill
the junkyards fill
the madhouses fill
the hospitals fill
the graveyards fill

nothing else
fills.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები