ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: საბავშვო
14 მაისი, 2015


პანდინო

დაუძახეს ტოლებმა
ჩასუქებულ პანდინოს,
სავარჯიშოდ მივდივართ,
გარეთ გამობრძანდიო.

- ჭამას და ძილს უნდები,
კოტრიალობ დათვივით,
ნახე, აბა რომელს გვაქვს
შენოდენა თათები?!

- ცოტა ხანში ესენი
ზარმაცადაც ჩამთვლიან,
დროზე თუ არ ვაჩვენე,
პანდა ვარ თუ დათვი ვარ!

გადაწყვიტა პანდინომ,
ამოიგო საბანი,
და სიზმარში იხილა
მარჯვე პანდას ზღაპარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები