| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2015 |
ქალაქი-გახუნებულ ჩრდილიდან ვერ გასული, ტანზე ბუსუსებად დაიყრის აკვედუკებს, მერე საკუთარი მწუხრის ერგასიდან ლოცვას წამოიწყებს ანუ მსაყვედურობს ყველა გაუმართავ არხს და სანიაღვრე მოშლილ სისტემათა ასეთ შეზავებას, მე კი რა ხანია მინდა გავარღვიო შენი სიჩუმე და ვგავარ გაავებულ მისტრალს-შენს ხიდებზე ურცხვად მოთარეშეს, ცოტაც გაუძელი და ჰა, ცისკარია! რადგან სიმშრალეა წყეულ მათარაში, სუნი შერჩენიათ კედლებს ნავისკარის. გაგეცინება და ისევ ფხიზელი ვარ ანუ გიზეპირებ შენ და ნარატივებს, სადაც დამარხული არის მზისეული შენი ქრონიკები და მე დარაჯივით ხიდებს ვყარაულობ და არის ბოჰემა, ასეთ დროს სრულიად ფხიზელი გიცქერდე და მერე სტრიქონებს გიწერდე ო ' ჰენრი და მერე ო ' ჰენრი სტრიქონებს გიწერდე და ვიყო შენსავით უხმო და დაღლილი, რომ შენი სიჩუმის ქრონიკა დავკემსო, მეთევზემ, წინ რომ დგას თავისი ძაღლითურთ გამანდოს ყოველი სიზმარი-უხამსი და ვიდგეთ ქალაქში, მდინარის ნაპირთან ჩრდილები-ჩემი და დაღლილი მეთევზის და მერე ქალაქის ამინდი ატირდეს და ერთად ვიცინოთ ღრუბელთა ექოზე. ითვლიმოს ქალაქმა, ითვლიმოს, ითვლიმოს, იქნება საკუთარ ჩრდილიდან გავიდეს და თუ პოეტები ძმა-ბიჭებს ითვლიან, მე ჩემი ქალაქის ხიდეებს დავითვლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ორჯერ მაქვს გამოყენებული ეს სიტყვა ლექსებში მაქსიმუმ და პირდაპირი დატვირთვა აქვს :) ორჯერ მაქვს გამოყენებული ეს სიტყვა ლექსებში მაქსიმუმ და პირდაპირი დატვირთვა აქვს :)
9. კარგია, მაგრამ "ბუსუსები" ამ სიტყვას რამე დატვირთვა აქვს. ხშირად ისმის შენს ლექსებში. კარგია, მაგრამ "ბუსუსები" ამ სიტყვას რამე დატვირთვა აქვს. ხშირად ისმის შენს ლექსებში.
8. :) არ ინანებთ, წაიკითხეთ :) არ ინანებთ, წაიკითხეთ
7. არადა ადრე არ ვკითხულობდი:) არადა ადრე არ ვკითხულობდი:)
6. არადა, კარგა ხანია ასე ვწერ :დ მადლობა :დ არადა, კარგა ხანია ასე ვწერ :დ მადლობა :დ
5. თქვენს რითმებზე ყოველთვის ენას კი არა და თვალებს ვიტეხ :) მაგრამ მომწონს. ისე, ბოლო დროს უფრო. (ეხლა დავაკვირდი და რანაირი სიტყვაა ''უფრო'') :) თქვენს რითმებზე ყოველთვის ენას კი არა და თვალებს ვიტეხ :) მაგრამ მომწონს. ისე, ბოლო დროს უფრო. (ეხლა დავაკვირდი და რანაირი სიტყვაა ``უფრო``) :)
4. კარგია აჩიკოც რომ გამოჩნდა კარგია აჩიკოც რომ გამოჩნდა
3. მომეწონა...5 ბოლოსკენ უფრო...სუნთქვა გაეხსნაო თითქოს...:) მომეწონა...5 ბოლოსკენ უფრო...სუნთქვა გაეხსნაო თითქოს...:)
2. ლექსი ჰგუობს " ხიდეებს", მადლობა, რომ მოგწონთ :) ლექსი ჰგუობს " ხიდეებს", მადლობა, რომ მოგწონთ :)
1. ხიდეებსაა თუ ხიდებს?
მომეწონა მე რაღაცნაირად
+2 ხიდეებსაა თუ ხიდებს?
მომეწონა მე რაღაცნაირად
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|