ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2008


არ და...

ის ამღვრეული გამოვიდა სადარბაზოდან.
მოჩქარეს ღია ფანჯრისაკენ რჩებოდა თვალი
და უცებ
ეზოს გასასვლელში ბურთი დაუხვდა.

-არ და...!-შეაშრა პირზე სიტყვა
მფარველ ამგელოზს,
ფრთის ძირში ელდამ დაუარა...

კაცი და ბურთი:
უეცარი დარტყმა,
დაცემა!

ვინ მოიგონა
გამსკდარი ბურთის ქვით ამოვსება?
ო,ეს ვერაგი ონავრობა,
გაუგონარი!

ფეხმოტეხილი წაიყვანეს.
მზე გადავიდა.

ჩრდილში,
ძელ-სკამზე
ქალი თვლემდა ნაავადარი,
ლანდავდა წარსულს,
მაგრამ ცხადის ესმოდა ცოტა,
აღარ იცოდა,
რას რა ერქვა,
რა როგორ ეთქვა
და
მდუმარებდა დღენიადაგ
დაღონებული.

და როს შემცივნულს
დავარდნილი მოასხეს შალი,
სული მოითქვა შინშესულმა,
დალია წყალი და თქვა:

-უფალო,
სულ ერთი ფეხით
თავს რად უსწრებს ადამიანი?
ანგელოზები -
- სულ ერთი ფრთით გვიანდებიან.

1998


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები