ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2015


მე და შენ

წარჩინებული,
ბეჯითი ბავშვივით მიხარია
ყოველი
მზის ამოსვლა,
რათა დავჯდე
და
შეგისწავლო.
ჩვენი საერთო
თითების დათვლას
უკვე მერამდენედ
ვცდილობ
და
არ გამომდის..
არათითებით ვიწყებ
თვლას
და
იქვე ვჩერდები,
თითქოს
არ
არსებობდნენ სხვები.
მერე წვიმდება.
მეც მიყავრს წვიმა,
მაგრამ
არასდროს ვწერ მასზე,
სამაგიეროდ
ვწერ წვიმით
შენზე,
ის - კი წვიმს
ჩემთვის..
ზოგჯერ
მასთან ერთად
გაწვიმობანას ვთამაშობ
და
ვჯობნი,
შემდეგ
უნებურად
ტირის.
ვცდილობ
ჩემი
გამოწვეული ცრემლების
მოწმენდას
მის თვალებზე,
მაგრამ
არ მაცდის
და
ამბობს
ვიმსახურებო..
ბოლოს,
ასეთი თამაშის დროს,
როცა დამინახა
რომ მისი
კუთვნილი ღრუბლები
მოვიშველიე გასაწვიმებლად,
იეჭვიანა,
გული ეტკინა
და
იმ დღის შემდეგ
აღარ მეთამაშება,
მემალება..
არ მიყავრს
გულის ტკენა,
მაგრამ
ყველაზე კარგად
ეს გამომდის
რატომღაც.
და
მაინც,
მიუხედავად ყველაფრისა,
ეს ყვავილები
შენ -
ჩემგან.
ბუნებრივია
და
ჩემი გულიდანაა.
ყოველ დილას
ვკრეფ
და
გჩუქნი შენ,
რადგან
ჩემს გულში შეგროვებული
ყვავილების ადგილი
შენთანაა.
მათი ადგილი
სამოთხეშია..


ავტორი: ტატე ტირანელი (გურაშვილი) ©

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები