 | ავტორი: ტატე ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2015 |
როგორ გიჟივით მიყავრხარ და მე-დიდ-გულები.. მხოლოდ მთვარეს და ვარსკვლავებს ექნებათ ჩვენი ღამეების-ფერი, შემდეგ შეშურდებათ, მოგვბაძავენ და ყოველი მათგანი იპოვნის თავის „მეორეს“.. ნეტავ, რამდენ წელს ცხოვრობენ ისინი?! ნეტავ, მათი ცხოვრება თუ არის საინტერესო და მათაც თუ უყვარდებათ ერთმანეთი.. რამდენ კითხვაზე მინდა პასუხი ღმერთო ჩემო და რამდენის ჩუქებას შევძლებ შემდეგ შენთვის. ყოველი ღამე ახალ ღირებულებას შეიძენს ჩვენთვის, ყოველი დილა სხვანაირად წვიმიანი გათენდება და ყოველი დღე კი ახალი, არნახული ემოციებით იქნება სავსე. ოცნებებს, ყოველდღე ჩრდილებივით ავედევნებით და სადღაც შორს, მზის ფონზე - წვიმის შემდეგ ცისარტყელებს შეევრევით.. კეთილი ოცნებებიც ჰომ ცისარტყელიდან იღებენ სათავეს.. ჩვენ ცისარტყელაზე ფერადები გამოვჩნდებით და იმ სამყაროში ვიცხოვრებთ, რომელშიც ერთმანეთით ვიქნებით მე - მეფე და შენ - დედოფალი. ოღონდ ქვეყნის არა..! ქვეყნის იქით რაცაა იმის, კოსმოსის იქით, სადაც ადამიანების ფიქრებსაც კი ვერ მიუღწევიათ ჯერ.. ვიცოვრებთ მოკრძალებულ გალაქტიკაში და ყოველღამ ვარსკვლავებით ვითამაშებთ. გალაქტიკაში რომელშიც მხოლოდ მზეს და მთვარეს თუ შეეძლებათ, ჩვენთვის მეტოქეობის გაწევა სიყავრულში.. მერე, ოდესმე ჩვენც გავანათებთ სხვებისთვის, როგორც ვარსკვლავები.. წარმოიდგინე, რამდენი გაგვიმხელს საიდუმლოებებს და ოცნებებს. ჩვენ კი, მე და შენ, ვარსკვლავების ჩამოყრით გავერთობით და უკლებლივ ყველა ოცნებას ავისრულებთ დედამიწელებს.. რამხელა ბედნიერებაა ეს ყველაფერი.. როგორი ბედნიერებაა, როცა ასე ერწყმის ჩემი სიზმრები და რეალობა ერთმანეთს.. ეს სიყვარულია, ჯერ კდიევ დაულეველი სიყვარული, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავლევთ..!!
ავტორი: ტატე ტირანელი (გურაშვილი) ©
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ტატე შე ევროპელო )) ტატე შე ევროპელო ))
5. ნწუ..
"უკლებლივ ყველა ოცნებას ავისრულებთ დედამიწელებს.."- აქ გვატყუებ ავტორო :)
ცუდი მოსწავლის მეოთხე კლასში დაწერილი მოთხრობასავითაა..
:)) ნწუ..
"უკლებლივ ყველა ოცნებას ავისრულებთ დედამიწელებს.."- აქ გვატყუებ ავტორო :)
ცუდი მოსწავლის მეოთხე კლასში დაწერილი მოთხრობასავითაა..
:))
4. უკლებლივ ყველა ოცნებას ავისრულებთ დედამიწელებს..
დაველოდებით . უკლებლივ ყველა ოცნებას ავისრულებთ დედამიწელებს..
დაველოდებით .
3. დავითის აზრს ვიზიარებ :) დავითის აზრს ვიზიარებ :)
2. მე საყვარლად წამეკითხა და რა ვიცი =)) მე საყვარლად წამეკითხა და რა ვიცი =))
1. ვერა, ვერ ვკითხულობ ამ ფორმატით დაწერილ ტექსტებს. ვერა, ვერ ვკითხულობ ამ ფორმატით დაწერილ ტექსტებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|