 | ავტორი: ტატე ჟანრი: პოეზია 28 მაისი, 2015 |
წუხელ ვისურვე, რომ მუდამ ჩემთან იყო რათა შევძლო იმ უჰაერობის შევსება, რომელსაც ყოველ შენს დანახვაზე განვიცდი.. სულს მიხუთავენ ფრაზები, რომლებიც შენ გეკუთვნიან და სულიდან ამოსვლას ლამობენ შენთვის.. ხურჯინი ხარ სიტკბოებით სავსე, ჩემი თავი კი იმ ბავშვს მაგონებს, ახლოს მისვლას რომ უშლიან და შორიდან ეტრფის. ამ წამს ვისურვებდი, რომ მხოლოდ ერთი თაიგული გვირილების ჩუქება შემეძლოს. მის თითოეულ ფოთოლზე, ხალებივით დავსვამდი წითელ ჭიამაიებს და ისე მოგართმევდი.. ჭიამაიები გვირილებით გაიხარებდნენ, გვირილები - შენით, შენ კი ჩემით.. შეუძლებელია არ გვყავდეს ღმერთი.. შეუძლებელია არ გყავდეს შენ - მე ანდაც პირიქით. რამდენჯერაც არ უნდა ვცადო ჩემი სამყაროს დახატვა, შენ გხატავ.. თავიდან მიკვირდა, ახლა კი ვგრძნობ იმ სამყაროს რომელსაც შენი სახელი დავარქვი, გულში შევინახე და თითქოს გადავიკარგე დედამიწიდან.. სულ ვფიქრობდი, რომ დედამიწა იყო დიდი სამყაროს პატარა ნაწილი, მაგრამ არა.!! შენ ხარ სამყარო და შენშია დედამიწა. ჩემი ღმერთია შენში და დაუსრულებლად შენში ვარ მეც.. ჩემს ყოველ დღეში მზეა - ნახევარ, ნახევარი კი დამხრჩვალა შენში და როგორც თქეში - ისე ვღვრი სევდას და ჩემს სიყვარულს ვინახავ შენში.. რა დიადია ჩემს ტალღებზე შენი ფარფატი, როგორც პეპელა დაფარფატებს მინდვრად გვირილებს, არ უწყის ღმერთმა, რამდენი მაქვს გულში ნამატი.. არ უწყის ღმერთმაც.. მზე რომ ამოდის, სხივებს უშვებს შენთვის და ჩემთვის და მთვარეს სძინავს ჩვენს ღუბლებში მთელი ცხოვრება.. და ვეჭვიანობთ ერთმანეთზე თუნდაც თვალებით..
ნოეს კიდობანს ჩვენ ვაკლდით მხოლოდ - როგორც ჰაერი..
ავტორი: ტატე ტირანელი (გურაშვილი) ©
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ცუდი არ იყო...:) +2 ცუდი არ იყო...:) +2
20. ლაიქები არნიშნავს რომ კარგია. არმომწონს და არც ბოღმიანი ვარ..
0. ლაიქები არნიშნავს რომ კარგია. არმომწონს და არც ბოღმიანი ვარ..
0.
19. "პირად გვერდზე 41 გაზიარება და 150 მდე კომენტარი და 250 მდე მოწონება აქვს ამ ვერლიბრს.."
ამით, ყველაფერი ნათქვამია! თქვენ კიდე, ნუ ხართ ასეთი ბოღმიანები, ნუ!
"პირად გვერდზე 41 გაზიარება და 150 მდე კომენტარი და 250 მდე მოწონება აქვს ამ ვერლიბრს.."
ამით, ყველაფერი ნათქვამია! თქვენ კიდე, ნუ ხართ ასეთი ბოღმიანები, ნუ!
18. ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ <3 ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ <3
17. ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ <3 ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ <3
16. ჰო მართლა, მე-2 და მე-5 კომენტარები ყურადღებასაც არ იმსახურებენ ჩემი აზრით.
სხვებმა კი სწორად მიგითითეს თუ რა ნაკლი აქვს ლექსს, კრიტიკა ობიექტური ფორმებით მისაღები უნდა იყოს ვფიქრობ.
ჰო მართლა, მე-2 და მე-5 კომენტარები ყურადღებასაც არ იმსახურებენ ჩემი აზრით.
სხვებმა კი სწორად მიგითითეს თუ რა ნაკლი აქვს ლექსს, კრიტიკა ობიექტური ფორმებით მისაღები უნდა იყოს ვფიქრობ.
15. ბევრ ადამიანზე ღირებულია დამერწმუნეთ :D ბევრ ადამიანზე ღირებულია დამერწმუნეთ :D
14. აზრის გამოთქმა ლანძღვის გარეშეც შეიძლება :) თუ არ შეგიძლია, კრიტიკა მიიღო (შემედავოს ნებისმიერი ჩემს კომენტარში) აქ ნუ დადებ, ალალად გირჩევ :))
წავედი მე, სიკეთე ყველას :)
აზრის გამოთქმა ლანძღვის გარეშეც შეიძლება :) თუ არ შეგიძლია, კრიტიკა მიიღო (შემედავოს ნებისმიერი ჩემს კომენტარში) აქ ნუ დადებ, ალალად გირჩევ :))
წავედი მე, სიკეთე ყველას :)
13. :-Dva ra ucnauri,iumori qonia avtors:-D
ukvacrvad avtoro,es martla raime girebuli nawaroebi ggoniat?
Va. :-Dva ra ucnauri,iumori qonia avtors:-D
ukvacrvad avtoro,es martla raime girebuli nawaroebi ggoniat?
Va.
12. ჰოდა მეც ჩემი აზრი გამოვთქვი კომენტარზე რა პრობლემაა მეტყვით ვინმე?? ლიტ-პორტალია მაგრამ რომელი ხართ კომპეტენტური ამ საკლითხში და ლიტერატორი ??
ჰოდა მეც ჩემი აზრი გამოვთქვი კომენტარზე რა პრობლემაა მეტყვით ვინმე?? ლიტ-პორტალია მაგრამ რომელი ხართ კომპეტენტური ამ საკლითხში და ლიტერატორი ??
11. ჰოდა მეც ჩემი აზრი გამოვთქვი კომენტარზე რა პრობლემაა მეტყვით ვინმე?? ლიტ-პორტალია მაგრამ რომელი ხართ კომპეტენტური ამ საკლითხში და ლიტერატორი ??
ჰოდა მეც ჩემი აზრი გამოვთქვი კომენტარზე რა პრობლემაა მეტყვით ვინმე?? ლიტ-პორტალია მაგრამ რომელი ხართ კომპეტენტური ამ საკლითხში და ლიტერატორი ??
10. ჩემს კომენტარსაც თუ ბოღმიანობაში ჩამითვლის ავტორი, არ ვიცი, მაგრამ ერთს კი შევკადრებ :)
მეგობარო, ეს არის ლიტ.პორტალი. აქაურების დიდი ნაწილი, იმის გარდა, რომ ბევრ პოეზიას კითხულობს, ასევე აანალიზებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ ტექსტზე. ჩვენი გაკვირვება ნაწერით უფრო ძნელია, ვიდრე რიგითი ფეისბუქფრიენდის. იმიტომ არა რომ რამე... უბრალოდ, ზემოთ ჩამოგითალეთ მიზეზები.
თქვენი კომენტარი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის მოსაწონი. თუ ლექსი არ მომეწონა, (თან დავასაბუთე) რატომ ვარ ბოღმიანი? შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ?! ჩემს კომენტარსაც თუ ბოღმიანობაში ჩამითვლის ავტორი, არ ვიცი, მაგრამ ერთს კი შევკადრებ :)
მეგობარო, ეს არის ლიტ.პორტალი. აქაურების დიდი ნაწილი, იმის გარდა, რომ ბევრ პოეზიას კითხულობს, ასევე აანალიზებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ ტექსტზე. ჩვენი გაკვირვება ნაწერით უფრო ძნელია, ვიდრე რიგითი ფეისბუქფრიენდის. იმიტომ არა რომ რამე... უბრალოდ, ზემოთ ჩამოგითალეთ მიზეზები.
თქვენი კომენტარი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის მოსაწონი. თუ ლექსი არ მომეწონა, (თან დავასაბუთე) რატომ ვარ ბოღმიანი? შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ?!
9. " ჩემი აზრით სჯობს მიხვიდეთ და უთხრათ ,რომ მოგწონთ ,შემდეგ უკეთეს ლექსებს დაწერთ ან არ რავი ცი ,ან რა საჭიროა,თუ ბედნიერი ხარ სხვებსაც რო მოუყვე ,ასათიანის შოუ ხო არაა. "
შორი იყო თბილი -სი კლავიშებს კი ეღვიძათ, ტბისფერ სიზმრებს ჰყვებოდნენ და საოცრად მღეროდნენ. შორი იყო თბილი-სი გრძნობებს სული ეჭირათ, მე და მხატვრის თილისმა _ფერებს ვქმნიდით_ირისებს ყელზე შემოეჭირათ მზის თითები ირიბად. შორი იყო? ვინ იცის ჩემი ტკბილი ნოტი სი
ეს კოლანის ლექსია.. შეადარეთ აბა :D ყველასგან არ უნდა მიიღო ადამიანმა, მხოლოდ იმისგან, ვისგანაც გეკუთვნის ;) " ჩემი აზრით სჯობს მიხვიდეთ და უთხრათ ,რომ მოგწონთ ,შემდეგ უკეთეს ლექსებს დაწერთ ან არ რავი ცი ,ან რა საჭიროა,თუ ბედნიერი ხარ სხვებსაც რო მოუყვე ,ასათიანის შოუ ხო არაა. "
შორი იყო თბილი -სი კლავიშებს კი ეღვიძათ, ტბისფერ სიზმრებს ჰყვებოდნენ და საოცრად მღეროდნენ. შორი იყო თბილი-სი გრძნობებს სული ეჭირათ, მე და მხატვრის თილისმა _ფერებს ვქმნიდით_ირისებს ყელზე შემოეჭირათ მზის თითები ირიბად. შორი იყო? ვინ იცის ჩემი ტკბილი ნოტი სი
ეს კოლანის ლექსია.. შეადარეთ აბა :D ყველასგან არ უნდა მიიღო ადამიანმა, მხოლოდ იმისგან, ვისგანაც გეკუთვნის ;)
8. ბოღმიანი ვინაა ტატე, ყველამ დადებითი კომენტარი უნდა გიწეროს შენი ჭკუით?
იმ ხალხს არ უხდი მადლობას ვინც მოგიწონა?
გითხრეს რომ გაწელილად ცუდად იკითხებაო და ასეცაა!
შენს ფბ გვერდზე რა ხდება ეს არავის აინტერესებს. ბოღმიანი ვინაა ტატე, ყველამ დადებითი კომენტარი უნდა გიწეროს შენი ჭკუით?
იმ ხალხს არ უხდი მადლობას ვინც მოგიწონა?
გითხრეს რომ გაწელილად ცუდად იკითხებაო და ასეცაა!
შენს ფბ გვერდზე რა ხდება ეს არავის აინტერესებს.
7. როგორი ბოღმიანი ხალხი ყოფილა აქ :D პირად გვერდზე 41 გაზიარება და 150 მდე კომენტარი და 250 მდე მოწონება აქვს ამ ვერლიბრს.. მაშველი ჯილეტები ჩაიცვით რომ არ დაიხრჩოთ ბოღმაში :D :D წარამტებები :* :* როგორი ბოღმიანი ხალხი ყოფილა აქ :D პირად გვერდზე 41 გაზიარება და 150 მდე კომენტარი და 250 მდე მოწონება აქვს ამ ვერლიბრს.. მაშველი ჯილეტები ჩაიცვით რომ არ დაიხრჩოთ ბოღმაში :D :D წარამტებები :* :*
5. არ მომეწონა,მაგრამ მე მაინც არ მეძღვნება და პრობლემაც არაა.. ჩემი აზრით სჯობს მიხვიდეთ და უთხრათ ,რომ მოგწონთ ,შემდეგ უკეთეს ლექსებს დაწერთ ან არ რავი ცი ,ან რა საჭიროა,თუ ბედნიერი ხარ სხვებსაც რო მოუყვე ,ასათიანის შოუ ხო არაა. ბევრს ვწერ მომიტევეთ ,წარმატებები არ მომეწონა,მაგრამ მე მაინც არ მეძღვნება და პრობლემაც არაა.. ჩემი აზრით სჯობს მიხვიდეთ და უთხრათ ,რომ მოგწონთ ,შემდეგ უკეთეს ლექსებს დაწერთ ან არ რავი ცი ,ან რა საჭიროა,თუ ბედნიერი ხარ სხვებსაც რო მოუყვე ,ასათიანის შოუ ხო არაა. ბევრს ვწერ მომიტევეთ ,წარმატებები
4. ქალბატონ თამარს დასტური, წასაკითხად მოუხერხებელია (ჩემთვის).
დანარჩენზე რა ვთქვა?! ნორმალური ლექსია, თუმცა, ისევ წერის ფორმას დავაბრალებ, ალბათ უფრო მეტ ემოციას და სილამაზეს მოტანადა, სიტყვები რომ იყოს ნორმალურად განლაგებული.
სიკეთე ყველას. ქალბატონ თამარს დასტური, წასაკითხად მოუხერხებელია (ჩემთვის).
დანარჩენზე რა ვთქვა?! ნორმალური ლექსია, თუმცა, ისევ წერის ფორმას დავაბრალებ, ალბათ უფრო მეტ ემოციას და სილამაზეს მოტანადა, სიტყვები რომ იყოს ნორმალურად განლაგებული.
სიკეთე ყველას.
3.
ერთადერთი შენიშვნა მაქვს: ასე, თითო სიტყვად რომ არ ჩამოაწინწილო ლექსი, არ შეიძლება? 2-2 ხაზი მაინც გააერთიანე?
აი, თუნდაც ასე:
...მზე რომ ამოდის, სხივებს უშვებს შენთვის და ჩემთვის და მთვარეს სძინავს ჩვენს ღუბლებში მთელი ცხოვრება.. და ვეჭვიანობთ ერთმანეთზე თუნდაც თვალებით..
ნოეს კიდობანს ჩვენ ვაკლდით მხოლოდ - როგორც ჰაერი...
მაგრამ ლექსი - ნამდვილად მომეწონა. 5

2. Tovlis babuazea?
Tovlis babuazea?
1. მგონი მომეწონა. მგონი მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|