 | ავტორი: ტატე ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2015 |
გახელებული მყავხარ პოეზიასავით და ლექსის ყოველი ტაეპი ვნებაა ჩვენი..
მერე რა, რომ უშენობა მიჭირს და ზოგჯერ უღმერთობაც აგვიანებს შორიდან მომავალი მატარებელივით, ჩემი სულიდან ნასროლი ყოველი ფრაზა ლოცვაა უფლის - შენი ბედნიერებისთვის და განცდაა მომავლისა აწმყოში..
გახსოვს ალბათ, ჩვენი სულები რომ გადავხლართე ფორტეპიანოს კლავიშებივით ერთმანეთში და ფიქრები დარაჯად დავაყენე შენს სარკმელთან.. არა.!! შენ კი არ გდარაჯობდნენ, არამედ, ოთახში დატოვებულ სითბოს, დარჩენილს ჩემგან..
მიყვარხარ !!
მიყვარხარ, და ეს სულაც არაა ყოფითი. მიყვარხარ, და ეს სულაც არაა უღმერთო..!!
მჯერა.!! მჯერა, რომ ამჯერად არ დააგვიანებს უღმერთობა და რომ ავალთ და იმ კუპეში დავბანაკდებით, რომლიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ღმერთი.. რომლიდანაც, ყოველ გამთენიისას შევძლებთ მის დანახვას ერთმანეთში..
მოდი, დავიტიოთ ქვეყნის სიყვარული, მთაზე ავიდეთ და სული უფალს ვუძღვნათ.
ავტორი: ტატე ტირანელი (გურაშვილი) ©
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მომეწონა +5 ძალიან მომეწონა +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|