ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2015


გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილს

გ ანკურნავს ღმერთი საქართველოს ყველა იარას,
ე რს აღაგზევებს,საქართველოს გაამზიანებს,
რ წმენას აღადგენს,ჩვენს სამშობლოს აქცევს წალკოტად,
მ ამულს მთა-გორებს ანკარ წყლებს აახმიანებს.
ა მოიფრქვევა მტრის ფეხები ჩვენს სამშობლოში,
ნ აგლეჯ-ნაფლეთი ჩვენი მიწა ამოისუნთქებს,
ი მედგაწყვეტილს მიეცემა იმედის წყარო,
ი ზრუნებს ღმერთი, შეგვისრულდეს რასაც ვისურვებთ.
ს აეკლესიო ქრისტიანულ რწმენით ვიაროთ,
ა მოუხსნელი არ დარჩება ჩვენთვის გარემო,
დ ადგება დრო და სამშობლოში ყველა ისურვებს,
ა ქ შესდექ ჩვენთვის უნეტარეს მშვიდო წამებო.
ა ქ დამკვიდრდება უკვდავების წმინდა სავანე,
ვ არდ-ზამბახები,ენძელები,ლურჯი იები,
ს აშვილიშვილო ედემ-ბაღი დიდხანს იხარებს,
ტ ყეშიც კი ვეღარ შემოაღწევს გადამთიელი.
რ ამდენი რამე ქართველ ერმა გადაიტანა,
ი მთავიდანვე შემოსევით გაგვანადგურეს,
ი სმინა ღმერთმა განწირული ჩვენი ვედრება,
ს ამშობლოს მტრები უამრავჯერ გავაპანღურეთ.
ე რისკაცები არა სთმობდნენ წინაპართ მამულს,
პ აპისეული ხმალი ჰქონდა მომარჯვებული,
ი მოქმედებდნენ საქართველოს საკეთილდღეოდ,
ს ამშობლოსათვის ძალა გვქონდა მომადლებული.
კ ურთხეულია უფლისაგან ეს დედამიწა,
ო მგადახდილი,ნაწამები,წაუქცეველი,
პ ლანეტებიც კი შერყეულა ჩვენი ცოდვისგან,
ო მს და ბრძოლაში მებრძოლი და დაუძლეველი.
ს აამებელი,უფლის ლოცვა გადმოდიოდა,
ი მძლავრა ჩვენმა ანგელოზმა და დაგვიფარა,
ლ ომისთავიან დაუნდობელ ტირანს ვებრძოდი,
ა ლბათ უფალმა გამარჯვების გზა დაგვისახა.
ზ ვავი მოჰქროდა უცაბედი ჩვენს წასალეკად,
ა მაზრზენია გახსენება ყოველი ამის,
რ ამდენჯერ ტანჯვას შეერკინა ქართველი ერი,
ე რთადმყოფების გადარჩენა ისურვა ამინ!
ს არწმუნოება სამშობლოსი,წმინდა მამული,
ა მ განსაცდელში გახვეული გულის ძარღვია,
მ არადიული სიყვარულის დაუშრობელი,
ა ღმერთებული შეუცვლელი დიდი დარდია.
დ აუზოგავად ,თანგანწირვის გზებით დავდივართ,
ბ რგე ვაჟკაცები ტყვიის ცეცხლს არ უშინდებიან,
ე რთმანეთისთვის მკერდს უშვერენ თმობენ სიცოცხლეს,
გ აუგონარი სისასტიკით მტერსა სწვდებიან.
ი არაღებით მგლის ხროვაში შეცვივდებიან,
შ იშველ ხელებით განწირულნი იგერიებენ,
ვ ულკანის ნაკადად მტრის ჯოგს ისე შეესევიან,
ი მათ გვამები,გროვად მოაქვთ იბერიელებს.
ლ ეგენდად იქნენ ერთი მუჭა ქართველთა მოდგმა,
ი სმენს უფალი თუ არ გვებრძვის, არავის ვერჩით,
- ჩვენს ნაქარგ მიწას უფლის ხელით,არავის მივცემთ!
ერთი ათას მტერს შევებმებით გმირული ძლევით!
წიგნიდან „ღვთის ნათელი გზით“
ავტორი: "უბრალოდ მიწიერი"
2015წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები