ტბის ნაპირად, ბინდისპირზე სეირნობდა ტბის პოეტი. მაღალ ხეზე საქანელა ჩამობმული იყო ერთი, საქანელა - სულ იოლი - ორი თოკი და ფიცარი. ქანაობდა საქანელა, ირწეოდა საფიცარი ქალი. ბოლო ფრიალებდა კაბის მაქმანებიანის და ჰაერში კაბის სრიალს სდევდა მზერა ვნებიანი. წამოვიდა უცებ წვიმა და ქალს კაბა დაუსველა, ქალი კაბამოტმასნილი პოეტს მკერდზე მიესვენა... და ურჩევდა პოეტს ყველა: -ვუწყით ვუწყით, განა ბნელა, სნეულია, სტანჯავს ხველა, თანაც, შენი საფიცარი - - ორჯერ ნაქმარევიც არის... გაქრა ქალი, ვინც პოეტის წარმოსახვა ასურნელა, გაიყოლა თან ნათელი, პოეტს გული დაუბნელა. საქანელა?! ცარიელი ირწეოდა ნელა, ნელა -ნელა, ნელა- ნელა, მერე უფრო შეანელა, ისევ ნელა- ნელა- ნელა და გაჩერდა საქანელა.
არც პოეტი აღარ არის, აღარ არის საქანელა, და ტბის გულზე ბადრი მთვარე მიირწევა ნელა-ნელა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მშვენიერია. მშვენიერია.
5. "ეს იყო პეტერბურგში"... ასეთი განწყობა დამიტოვა. "ეს იყო პეტერბურგში"... ასეთი განწყობა დამიტოვა.
4. სევდიანი ამბავია მელოდიურ ლექსად :)
სევდიანი ამბავია მელოდიურ ლექსად :)
3. ნინო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ + ნინო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ +
2. რაღაცნაირი:)
მიყვარს ტბები. რაღაცნაირი:)
მიყვარს ტბები.
1. "წამოვიდა უცებ წვიმა და ქალს კაბა დაუსველა, ქალი კაბამოტმასნილი პოეტს მკერდზე მიესვენა..."
"არც პოეტი აღარ არის, აღარ არის საქანელა, და ტბის გულზე ბადრი მთვარე მიირწევა ნელა-ნელა."
რაც ყველაზე მეტად მეკარგა გამოვყავი.ისე კარგი ლექსია,მომეწონა. "წამოვიდა უცებ წვიმა და ქალს კაბა დაუსველა, ქალი კაბამოტმასნილი პოეტს მკერდზე მიესვენა..."
"არც პოეტი აღარ არის, აღარ არის საქანელა, და ტბის გულზე ბადრი მთვარე მიირწევა ნელა-ნელა."
რაც ყველაზე მეტად მეკარგა გამოვყავი.ისე კარგი ლექსია,მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|