ცას ფარად ჭედდნენ, გულს იგლეჯდნენ მამულისათვის, წინაპართ გორდით ათასწლეულს გმირულად ხედდნენ, ათასმეერთედ ნაღალატარ წარსულისათვის, ათასმეორე უღალატო მომავალს შეხვდნენ... მჯიღებს იცემდნენ, ერთი გოჯი მიწაც სტკიოდათ, ხორასნულ ფოლადს გაავებით მხრებზე ილეწდნენ, დედებს ძუძუდან რძის მაგივრად სისხლი სდიოდათ, დაღალულ გულებს დაუცლელი ბოღმით ივსებდნენ... იყო პირშავი სიკვდილივით ღამე უძირო, არ გათენება სხეულს თითქოს ძვლებამდე ხრავდა, ცას მოაპობდა მდუმარებით მთვარე უძილო, ნისლი თვალებში რა ულმობელ განაჩენს ჰგავდა. ტიროდა ღამე, არ დაინდეს ზეცის ისრებმა, დაუფლებოდა უკუნეთსაც მწველი სირცხვილი, სამშობლოს გული უცოდველი სისხლით ივსება, საქართველოში მერამდენედ შერცხვა სიკვდილი. ქეთი ზვიადაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "და იქვე ახლოს თრთოდა სიკვდილი, დამარცხებული და შერცხვენილი" - ჰიუგოს "ბარიკადებზე" "და იქვე ახლოს თრთოდა სიკვდილი, დამარცხებული და შერცხვენილი" - ჰიუგოს "ბარიკადებზე"
7. მოღალატეთა გარდასულ გროვას-ხრამები ხრავენ (ამ)ღამეთა ხროვას !!! მაშ:) მოღალატეთა გარდასულ გროვას-ხრამები ხრავენ (ამ)ღამეთა ხროვას !!! მაშ:)
6. ბრავო ზვიადაურო, ქალი ვარ და პოეტიო შენ უნდა თქვა. ყველა ჩაისვი ჯიბეში და ეგაა. :)
ბრავო ზვიადაურო, ქალი ვარ და პოეტიო შენ უნდა თქვა. ყველა ჩაისვი ჯიბეში და ეგაა. :)
4. აქ ის არის, რაც არ უნდა დაკარგო არასოდეს, მამული. ამიტომ ++ აქ ის არის, რაც არ უნდა დაკარგო არასოდეს, მამული. ამიტომ ++
2. ორი ლექსი წავიკითხე და ძალიან ღრმა და სერიოზულ პიროვნებად აგსახეთ,ქართული სევდითა და ტკივილებით...
++
ორი ლექსი წავიკითხე და ძალიან ღრმა და სერიოზულ პიროვნებად აგსახეთ,ქართული სევდითა და ტკივილებით...
++
1. მესმის...
+1 მესმის...
+1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|