დამფრთხალი სული გაკრულია წყლის ზედაპირზე შენ კი გაჰყურებ გადამხმარი უდაბნოს ველებს თითქოს,გვალვისგან შუბლდამსკდარი საჰარის მიწა გამაცოცხლეო მუდარისგან ვენებს იხსნიდეს. დიდი სფინქსის წინ აზიდულან პირამიდები, ყვითელი მიწა,ყვითელი მზე და თეთრი ღამე ოსირისის გვამს მიაქანებს ნილოსის ტალღა და სამსჯავროზე მას ელიან მკვდარი სულები. ბედუინები მიჰყვებიან მწყობრად ქარავანს, მატყლის კარვებით აჭრელებენ ქვიშის ფერდობებს ყვითელი მიწა,ყვითელი მზე და თეთრი ღამე, უტოპიაში გარინდული პირამიდები...