 | ავტორი: ჭა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 31 მაისი, 2015 |
შევხვდი. ყაყაჩოებმა მიმიტყუეს...ფერდობიდან წითლად მიცინოდნენ, მიხმობდნენ. ტროტუარიდან ბორდიურზე ავაბიჯე და გადავახტი. ჩემი მიწაზე დახტომა და მისი გასრიალება ერთი იყო. წამებში მოხდა ყველაფერი. ისე მედიდურად, ისე სწრაფად...-შეშინებაც ვერ მოვასწარი. ამ ადგილას ნამდვილად არ მოველოდი. ზოგადად მიფიქრია მასთან შეხვედრაზე, მაგრამ არა აქ, ამ შუა ქალაქში. იქვე გავშეშდი სადაც დავხტი. გააასრიიალდა...-ეს არაა ის "სიტყვა"... ჰო, ასეა, შიშით არ შემშინებია, თორემ შეუძლებელია შეშინებულმა ადამიანმა ასე მკვეთრად დააფიქსირო...-სამი დღეა თვალიდან არ გადამდის მისი ტანის , თავიდან მძიმე-მძიმე მიხვრა-მოხვრა... შემდეგ კი , თითქოს სიჩქარე აკრიფაო, ისე უცებ გაშპა. წავიდა, გამერიდა, გრაციოზულად, ღირსებებით სავსე...-არა, არც ეს სიტყვები აღნიშნავენ იმას, რაც მის წასვლაში გამოიხატებოდა. "ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ სიმშვიდე დამირღვიე, ან რამენაირად შეგეძლო ამის გაკეთება, არც ის რომ ვერ გავბედავდი შენთან შებრძოლებას, - მაგ შემთხვევაში ჩემ გამარჯვებას მხოლოდ წამი დასჭირდებოდა.- არც ის, რომ რაიმე ლტოლვა მქონდა, შენთან,როგორც ჭკვიანი მოდგმის წარმომადგენელთან...( აქ ალბათ ჩაეცინებოდა მთელ ტანში) არც ის, რომ თავის გამოჩენა მინდოდა, არც ის , რომ დამალვა არ შემეძლო...არც ის და არც ის....უბრალოდ მინდოდა გენახა, მინდოდა გენახა, რომ ეს ყველაფერი შემეძლო თავისუფლად, მაგრამ წავედი, გაგეცალე...შენ ხომ ყაყაჩოებთან მიდიოდი, გზას ვერ გადაგიჭრიდი, არ ვიქნებოდი მართალი. შემეძლო ჩუმად წასვლაც, მაგრამ სულმა წამძლია, მინდოდა დაგნახვებოდი ჯერ..." აი, რამდენი რამ მითხრა, ტანის ერთი მსუბუქი აქნევით და გაცურებით. არადა ყველაფერი ერთ წამში მოხდა. არ ვიცი , არ ვიცი, სამი დღეა ამაზე ვფიქრობ. ახლა ვიზაფრები შიშით...ხომ შეიძლებოდა?...-არა, არაფერი შეეშლებოდა თითქმის დარწმუნებული ვარ, მაგრამ ისეთი მედიდური მოძრაობა ქონდა და ისეთი ძლევამოსილება იმალებოდა მის ტანში, ჯობია მეორედ აღარ შემხვდეს. ეგება სხვა ხასიათზე იყოს?...ისევ გადამარჩენენ ვითომ მიამიტი ყაყაჩოები?...მეორედაც გავივლი ბეწვის ხიდზე?...ჩემი თავის უფრო მეეჭვება, მის ღირსებაში კი ვერც გავბედავ ეჭვის შეტანას. ერთი მოძრაობით მომნუსხა და მომაჯადოვა. სამი დღეა მასზე ვფიქრობ. ჰო, შევხვდი და ამ შეხვედრის მერე, მეტად მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში... -"სიტყვებმა" დაკარგეს, ძალა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. რათქმაუნდა გავიგე ბატონო მიშა...:-*
რათქმაუნდა გავიგე ბატონო მიშა...:-*
28. ნანა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რისი პასუხია ჩემი ეს ფრაზა: " წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენად ახლოს ხარ შემოქმედებით სულთან.", რომელზეც ასინეთამ (ყურმოკრულის პონტში) მთელი სენტენცია ჩამოაყალიბა :) :) :)
შენ ხომ გაიგე, რაც მთავარია? ნანა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რისი პასუხია ჩემი ეს ფრაზა: " წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენად ახლოს ხარ შემოქმედებით სულთან.", რომელზეც ასინეთამ (ყურმოკრულის პონტში) მთელი სენტენცია ჩამოაყალიბა :) :) :)
შენ ხომ გაიგე, რაც მთავარია?
27. ააა ელაპარაკე ეხლა ამას...) ააა ელაპარაკე ეხლა ამას...)
26. შენც თუ გაითვალისწინებდი კარგი ,,გოგო'' იქნებოდი) შენც თუ გაითვალისწინებდი კარგი ,,გოგო`` იქნებოდი)
25. ნეფერტარმა თქვა:
ნამეტანს ნუ ატლიკინებ მაგ ენას, გგონია აფერს არ გიზამ - იმიზა ბედავ მაგხელას. შეგეჯიბრები შე გლახა, მეისპო შენი გაჩენა, თავი გგონია რაცხა და თლა ტყულა მყავხარ სარჩენად...
=)) ქურუმო ლექსი ლექსის წილ...
ჭა, ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ...
ნეფერტარმა თქვა:

24. ქურუმი უბრალოდ ითვალისწინებს დიუკლოს რჩევას და სდუმს...) ქურუმი უბრალოდ ითვალისწინებს დიუკლოს რჩევას და სდუმს...)
23. ჩამოგალაბორანტებ ქურუმო 1 -ო მუმიფიკატორის თანაშემწმდე და მიყარე მერე კაკალი, თუ გინდა თხილიც... =)) დიუკლო რას ამბობს მაგაზე სულ არ ვწუხვარ მე, მთავარია ქურუმი რას ამბობს... ვერაფერს ჭკვიანურს...
ჩამოგალაბორანტებ ქურუმო 1 -ო მუმიფიკატორის თანაშემწმდე და მიყარე მერე კაკალი, თუ გინდა თხილიც... =)) დიუკლო რას ამბობს მაგაზე სულ არ ვწუხვარ მე, მთავარია ქურუმი რას ამბობს... ვერაფერს ჭკვიანურს...
22. შეინახე შეინაე კარგად არ დაგეკარგოს არსად...ხო შარლ დიუკლო ტატყანებს და შენ აფრქვევ ბრძნულ აზრებს....))) შეინახე შეინაე კარგად არ დაგეკარგოს არსად...ხო შარლ დიუკლო ტატყანებს და შენ აფრქვევ ბრძნულ აზრებს....)))
21. ქურუმო1,
ერთი ბრძანე, რომ დადებ ხოლმე ხმაჩახლეჩილ ლექსებს მოსასმენად და მერე სასწრაფოდ შლი, ეგ ჭკუაში უნდა ჩაგითვალო, უჭკობაში თუ კომპლექსში? :) შენი ერთი მოძღვნა შენახული მაქვს სხვა ნიკით რომ დადე აქ... გგონია ვერ მიგიხვდი შენი რომ იყო? =)) ჭკუამ იცის ეგ... ისე რო იცოდე. მაგრამ არა უშავს, ქურუმი ვალდებულიცაა ხოტბა შეასხას ფარაონის ოჯახს და გაგიტარე ეგ ამბავი.
შენი "სატატყანო" არაფერი აქ, წადი და შენს ცარიელ გვერდს მიხედე...=))
ქურუმო1,

20. ნეფერტარის საყურადღებოდ!)) ნეფერტარის საყურადღებოდ!))
19. ჭკვიანი ადამიანები ცოტა ჭკუას ამჟღავნებენ მაშინ,როცა სხვები ცდილობენ ჭკუის დემონსტრირებას... ჭკვიანი ადამიანები ცოტა ჭკუას ამჟღავნებენ მაშინ,როცა სხვები ცდილობენ ჭკუის დემონსტრირებას...
18. აზგო, გასაგებია.
ჭავ, აქ გიპასუხებ, რადგან თითქოს ნიშნეულად ეს მოთხრობა წავიკითხე გუშინ. მე არ ვიცი ვინ "არ გაიზარდა" მაგრამ მე და ყველა ის ადამიანი ვისაც ვიცნობ აშკარად გაიზარდა. ენამოსწრებულად ზუსტადაც ვერ ყვება, უკბილო იუმორია, ისეთი მხოლოდ თავად თუ მოეწონება. ყოველ შემთხვევაში გონივრული ნამდვილად არ იყო მისი დაწერა, რადგან კავშირში საერთოდ არ იყო არც ნაწერთან არც ჩემს კომენტართან. თქვენ ფიქრობთ, რომ არ დასცინის ? ცდებით. ავტორსაც "აღადავებს" და მკითხველსაც. ამას ავტორების უმეტესობა ვერ ხვდება. მაგალითად: ნახეთ კომენტარი N 12 აქვე, ამ ნაწერზე თქვენსავე გვერდზე, როგორ იწყება: " წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენად ახლოს ხარ შემოქმედებით სულთან." აქედან გამოდის, რომ რაც აქამდე დაგიწერიათ (პოეტური კრებულიც გაქვთ გამოცემული როგორც მითხრეს) - საერთოდ არ ყოფილა ახლოს შემოქმედებით სულთან. თქვენ ალბათ მოგეწონათ ეგ კომენტარი, მაგრამ მე თქვენს "გაღადავებად" მივიჩნიე და არ მომეწონა.
დიახ, თქვენს ლექსებში, ჩანახატებში პროზაში ნამდვილად ჩანს თქვენი რჩევაც და სიყვარულიც, მაგრამ ნამდვილ ცხოვრებაში და კონკრეტულ გარემოებაშიც რომ ჩანდეს, ძალიან გამეხარდებოდა. დასტური იყო თქვენი კომენტარი "მენემოს" გვერდზე. აკი დათა თუთაშხია ახსენეს... მაგალი ზარანდიას რომ ეკითხებიან ბაბა როგორ გვასწავლიდი შენო... - ეგ ყველაზე კარგი ეპიზოდი მგონია.
თქვენთან საპოლემიკოს მეტი რა მაქვს, მაგრამ დიდ პატივს გცემთ და ამაზე არასოდეს დავძრავ სიტყვას. ერთი შეცდომა ყველას მოსდის და გონიერმა ადამიანმა შენდობა უნდა იცოდეს. ეს აუცილებელია.
მე ჭკვიანი კი არ მგონია თავი, არამედ ვარ ჭკვიანი და ეს კარგია, რადგან თვალებში ნაცარს ვერავინ შემაყრის. თქვენ ეს იცით. აგრესია ? :)) ჭავ, სიმართლის თქმა აგრესია არ არის, - ის მხოლოდ სიმართლეა.
პატივისცემით,
აზგო, გასაგებია.

17. ჭა, შენ გაცილებით უკეთესი ხარ! "...წესიერ და გონიერ ადამიანთან კამათის წაგებაც , არ არის ჩემთვის ტრაგედია...:-*
ნეფერტარი, ეს "შემადგენილი ელემენტები" უკვე მრავალგზის მაქვს აქ ჩამონათვალი ოღონდ სხვადასხვა კომენტში გაბნეული. არ გეწყინოს და კატეგორიულად მეზარება მათი თავიდან ამოკრეფა და ჩამოწერა. მეორე მხრივ, რას ვგულისხმობ მე მაგ სიაში ის თუ გაინტერესებს, როცა სურვილი გექნება თავადაც შეგიძლია ნახო, ხომ გამოგიგზავნე. ჭა, შენ გაცილებით უკეთესი ხარ! "...წესიერ და გონიერ ადამიანთან კამათის წაგებაც , არ არის ჩემთვის ტრაგედია...:-*
ნეფერტარი, ეს "შემადგენილი ელემენტები" უკვე მრავალგზის მაქვს აქ ჩამონათვალი ოღონდ სხვადასხვა კომენტში გაბნეული. არ გეწყინოს და კატეგორიულად მეზარება მათი თავიდან ამოკრეფა და ჩამოწერა. მეორე მხრივ, რას ვგულისხმობ მე მაგ სიაში ის თუ გაინტერესებს, როცა სურვილი გექნება თავადაც შეგიძლია ნახო, ხომ გამოგიგზავნე.
16. აზგო, კარგი ვინმე ხარ შენ...:-* იყოს ფრე ჯერჯერობით...:) ისე, წესიერ და გონიერ ადამიანთან კამათის წაგებაც , არ არის ჩემთვის ტრაგედია...:-*
აზგო, კარგი ვინმე ხარ შენ...:-* იყოს ფრე ჯერჯერობით...:) ისე, წესიერ და გონიერ ადამიანთან კამათის წაგებაც , არ არის ჩემთვის ტრაგედია...:-*
15. ეს ნაწერი კარგია.
( აქ ალბათ ჩაეცინებოდა მთელ ტანში) - ეს ყველაზე კარგია.
მაგრამ არის ”ფალьში” აი ეს: ”უბრალოდ მინდოდა გენახა, მინდოდა გენახა, რომ ეს ყველაფერი შემეძლო თავისუფლად, მაგრამ წავედი, გაგეცალე...შენ ხომ ყაყაჩოებთან მიდიოდი, გზას ვერ გადაგიჭრიდი, არ ვიქნებოდი მართალი. შემეძლო ჩუმად წასვლაც, მაგრამ სულმა წამძლია, მინდოდა დაგნახვებოდი ჯერ..."
მას არაფერიც არ უნდოდა, არც ის რომ დაგნახვებოდა და არც ის, რომ თავისი ძლევამოსილება ეჩვენებინა. .. გაგეცალა იმიტომ, რომ მისი ყურადღებისთვის ღირებული საერთოდ არავინ და არაფერია, სანამ თავად მას არ შეაწუხებენ. ეს "ფეხებზე მკიდია" დამოკიდებულება ჩანს მის მოძრაობაში და ზუსტად ეგაა ადამიანის შიშის ფაქტორის განმსაზღვრელი. + + + აზგო, ჩამოთვალე ისეთი მოთხრობის რომანის შემადგენელი ელემენტები/პარამეტრები, რაც მას ნაციონალურ ან მსოფლიო ბესთსელერად აქცევს და ისეთია "ქვას რომ ხეთქავს." კაი ხნით დაუგვიანია ჰოლივუდს სელფლესის ეკრანიზაცია, გაუგზავნე ერთი ჭოხონელიძის ფილმი. გასკდნენ გულზე და შუაზეც... =))
ეს ნაწერი კარგია.

14. კარგით, პატივცემულებო, მაშინ სხვანაირად დავსვამ კითხვას: აქვს თუ არა ტექსტს, რომელსაც პროზის რაიმე შემადგენელი აკლია, იმის შანსი რომ ნაციონალური ან, მით უმეტეს, მსოფლიო ბესტსელერი გახდეს? ანუ, ამდენი დიკუსია ეტყობა იმითაა გამოწვეული რომ მე ნაწერს მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვუყურებ, თუა იგი პოტენციურად იმათი მსგავსი აი, "ქვას რომ ხეთქავენ"? თუა მსგავსი რამით ფეხმძიმე მაინც? მიშა, რატომ მარტო ეს ორი? მაგ "დარგში" (პროზაულ რომანებში) ჩემს კლასიფიკაციაში გ.ფანჯიკიძე მყავს სიის პირველ ნომრად საქართველოში. და სხვათაშორის, სულ ახლახანს გამოუშვა ჰოლივუდმა ფილმი(Self/less), რაიან რეინოლდსის და ბენ კინგსლის მონაწილეობით, რომელშიც ზუსტად ფანჯიკიძის "სპირალის" იდეაა ხორცშესხმული. და არამარტო იდეა, სიუჟეტიც კაი მოყოლას იმეორებს. ჭა, რაც ამ კომენტის თავში დავწერე იქედან ალბათ გამომდინარეობს რომ მაგის გაგება(მინიმალისტური და ა.შ.) არც იმდენად მაინტერესებს თურმე. ასე რომ ჩვენში ფრეა!
კარგით, პატივცემულებო, მაშინ სხვანაირად დავსვამ კითხვას: აქვს თუ არა ტექსტს, რომელსაც პროზის რაიმე შემადგენელი აკლია, იმის შანსი რომ ნაციონალური ან, მით უმეტეს, მსოფლიო ბესტსელერი გახდეს? ანუ, ამდენი დიკუსია ეტყობა იმითაა გამოწვეული რომ მე ნაწერს მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვუყურებ, თუა იგი პოტენციურად იმათი მსგავსი აი, "ქვას რომ ხეთქავენ"? თუა მსგავსი რამით ფეხმძიმე მაინც? მიშა, რატომ მარტო ეს ორი? მაგ "დარგში" (პროზაულ რომანებში) ჩემს კლასიფიკაციაში გ.ფანჯიკიძე მყავს სიის პირველ ნომრად საქართველოში. და სხვათაშორის, სულ ახლახანს გამოუშვა ჰოლივუდმა ფილმი(Self/less), რაიან რეინოლდსის და ბენ კინგსლის მონაწილეობით, რომელშიც ზუსტად ფანჯიკიძის "სპირალის" იდეაა ხორცშესხმული. და არამარტო იდეა, სიუჟეტიც კაი მოყოლას იმეორებს. ჭა, რაც ამ კომენტის თავში დავწერე იქედან ალბათ გამომდინარეობს რომ მაგის გაგება(მინიმალისტური და ა.შ.) არც იმდენად მაინტერესებს თურმე. ასე რომ ჩვენში ფრეა!
13. ბაონო მიშა...:-* :-* ბაონო მიშა...:-* :-*
12. ნანა... ამ დროს, წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენად ახლოს ხარ შემოქმედებით სულთან...
ნებისმიერი კანონი თუ დოგმები ლიტერატურაში მხოლოდ პირობითია და მაგალითად, რომ მივყვეთ რომანის ზუსტ განსაზღვრებას, მივალთ იმ უცნაურ ფაქტამდე, რომ თურმე ქართულ ენაზე სულ ორი რომანია დაწერილი, - "ვეფხისტყაოსანი" და "დათა თუთაშხია"...
ნებისმიერი ნაწარმოები შემოქმედებაში მხოლოდ შედეგის მიხედვით ექცევა რაიმე ჟანრობრივ კატეგორიაში და არა წინასწარი დაგეგმარებით. სრულიად დასაშვებია, დაიწყო მოთხრობა და თავისით მივიდეს რომანამდე... დაიწყო კომიკური სიუჟეტის გონებიდან ფურცელზე გადატანა და შედეგად ტრაგედია გამოვიდეს...
ცხადია, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, მაგრამ ვფიქრობ, შემოქმედებაში მთავარია შემოქმედი იყო, დანარჩენი ტექნიკური საკითხებია...
მოკლედ, მარტივად ასეა საქმე:
მთავარმა შემოქმედმა დაგეგმა რაღაცის შექმნა... ექვს დღეში შექმნა კიდეც და როცა ეგონა, აი, ახლა კი დავისვენებო... მერე, თავისით, ისე, რომ " გმირებმა" არც არაფერი კითხეს, დაიწყო ისეთი ეპიკური და დაუსრულებელი რომანი, დღემდე საკუთარ თვალებს არ უჯერებს...:) ნანა... ამ დროს, წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენად ახლოს ხარ შემოქმედებით სულთან...
ნებისმიერი კანონი თუ დოგმები ლიტერატურაში მხოლოდ პირობითია და მაგალითად, რომ მივყვეთ რომანის ზუსტ განსაზღვრებას, მივალთ იმ უცნაურ ფაქტამდე, რომ თურმე ქართულ ენაზე სულ ორი რომანია დაწერილი, - "ვეფხისტყაოსანი" და "დათა თუთაშხია"...
ნებისმიერი ნაწარმოები შემოქმედებაში მხოლოდ შედეგის მიხედვით ექცევა რაიმე ჟანრობრივ კატეგორიაში და არა წინასწარი დაგეგმარებით. სრულიად დასაშვებია, დაიწყო მოთხრობა და თავისით მივიდეს რომანამდე... დაიწყო კომიკური სიუჟეტის გონებიდან ფურცელზე გადატანა და შედეგად ტრაგედია გამოვიდეს...
ცხადია, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, მაგრამ ვფიქრობ, შემოქმედებაში მთავარია შემოქმედი იყო, დანარჩენი ტექნიკური საკითხებია...
მოკლედ, მარტივად ასეა საქმე:
მთავარმა შემოქმედმა დაგეგმა რაღაცის შექმნა... ექვს დღეში შექმნა კიდეც და როცა ეგონა, აი, ახლა კი დავისვენებო... მერე, თავისით, ისე, რომ " გმირებმა" არც არაფერი კითხეს, დაიწყო ისეთი ეპიკური და დაუსრულებელი რომანი, დღემდე საკუთარ თვალებს არ უჯერებს...:)
11. რა გითხრა აზგო...:-* მე ჩემი ეს ნაწერი პროზად ვერ ჩავთვალე, თუმცა ზოგიერთებს უთქვამთ კომენტარში რომ პროზაა ესაც. აი ბეთ ავენის ის პატარა კი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ნამდვილად პროზაა, დარწმუნებული ვარ, როგორ, რანაირად, რომელი კანონებით?...-ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ პროზაა. ვხვდები, ვგრძნობ , ვხედავ რაც იქ წერია და ალბათ ამიტომ. არ მესმის რად უნდა ამას კანონი ან გათვლები?...დიდი პროფესიონალიც არ ვარ, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ ასე ვწყვეტ ხოლმე, რას დავარქვა პროზა და რას ჩანახატი...ან სხვა რამ...
რა გითხრა აზგო...:-* მე ჩემი ეს ნაწერი პროზად ვერ ჩავთვალე, თუმცა ზოგიერთებს უთქვამთ კომენტარში რომ პროზაა ესაც. აი ბეთ ავენის ის პატარა კი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ნამდვილად პროზაა, დარწმუნებული ვარ, როგორ, რანაირად, რომელი კანონებით?...-ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ პროზაა. ვხვდები, ვგრძნობ , ვხედავ რაც იქ წერია და ალბათ ამიტომ. არ მესმის რად უნდა ამას კანონი ან გათვლები?...დიდი პროფესიონალიც არ ვარ, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ ასე ვწყვეტ ხოლმე, რას დავარქვა პროზა და რას ჩანახატი...ან სხვა რამ...
10. აზგო ბატონო...:-*მინიმალისტური ჟანრი ლიტერატურაში უკვე იმდენად გავრცელებული და ცნობილი მიმდინარეობაა, რომ ინტერნეტრესურსები გადაჭედილია ათასობით ავტორიტეტის განსხვავებული შეხედულებებით, მანიფესტებითა და გამოკვლევებით. არა მგონია, მათზე უკეთესად მოვახერხო აქ, ამ რეჟიმში პასუხის გაცემა. უამრავი უზომოდ საინტერესო სტატიაა და ჩემი მითითების გარეშე, თავადაც არ გაგიჭირდებათ მოძიება, თუკი ასე გაინტერე აზგო ბატონო...:-*მინიმალისტური ჟანრი ლიტერატურაში უკვე იმდენად გავრცელებული და ცნობილი მიმდინარეობაა, რომ ინტერნეტრესურსები გადაჭედილია ათასობით ავტორიტეტის განსხვავებული შეხედულებებით, მანიფესტებითა და გამოკვლევებით. არა მგონია, მათზე უკეთესად მოვახერხო აქ, ამ რეჟიმში პასუხის გაცემა. უამრავი უზომოდ საინტერესო სტატიაა და ჩემი მითითების გარეშე, თავადაც არ გაგიჭირდებათ მოძიება, თუკი ასე გაინტერე
9. ჭა, აქ გიპასუხებ, არ იფიქროს იმ კაცმა თითქოს მისი ჯიბრი მაქვს. მინიმალისტური პროზა რას ჰქვია? აი, შეგიძლია მისი განსაზღვრება დამიწერო აქ, ან ბმული მიმითითო, ან შენი სიტყვებით ამიხსნა? არ ვხუმრობ, ნამდვილად არ მესმის როგორ შეიძლება პროზა იყოს მინიმალისტური, მიკრომალისტური ან მაქსიმალისტური? მერეც, ამ საკუთარ ტექსტს თუ არ თვლი პროზად, მინიმალისტურადაც კი, მაშინ ის რატომაა? მით უმეტეს, ეს ხომ გაცილებით უფრო "პატიოსანი" ნაწერია, უბრალოდ ემოციის ელვისებური სურათი "თავის თავში"(წავიდა ფილოსოფია!), ანუ არავის სთხოვს - გინდა თუ არა ერთი ცრემლი მიწყალობეო. ჭა, აქ გიპასუხებ, არ იფიქროს იმ კაცმა თითქოს მისი ჯიბრი მაქვს. მინიმალისტური პროზა რას ჰქვია? აი, შეგიძლია მისი განსაზღვრება დამიწერო აქ, ან ბმული მიმითითო, ან შენი სიტყვებით ამიხსნა? არ ვხუმრობ, ნამდვილად არ მესმის როგორ შეიძლება პროზა იყოს მინიმალისტური, მიკრომალისტური ან მაქსიმალისტური? მერეც, ამ საკუთარ ტექსტს თუ არ თვლი პროზად, მინიმალისტურადაც კი, მაშინ ის რატომაა? მით უმეტეს, ეს ხომ გაცილებით უფრო "პატიოსანი" ნაწერია, უბრალოდ ემოციის ელვისებური სურათი "თავის თავში"(წავიდა ფილოსოფია!), ანუ არავის სთხოვს - გინდა თუ არა ერთი ცრემლი მიწყალობეო.
7. რა მძიმე განცდაა და რა პოეტური! რა მძიმე განცდაა და რა პოეტური!
6. მადლობა ყველას...:-* რა ვიცი თამარ...პროზა არა მგონია ეს და ისევ " სხვაში" დავდე... მადლობა ყველას...:-* რა ვიცი თამარ...პროზა არა მგონია ეს და ისევ " სხვაში" დავდე...
5. ინდენად მომეწონა, რომ
"სიტყვებმა" დაკარგეს, ძალა.. ინდენად მომეწონა, რომ
"სიტყვებმა" დაკარგეს, ძალა..
4. ლაო ძის ერთ სტროფში ასეთი აზრი იკითხება: ბრძენი მაშინ ხარ, თუ არ ანსხვავებ ერთმანეთისგან არც ერთ სულიერს, ყველა გიყვარს. ასეთი სიყვარული და პოეტური ხედვა ჩანს აქ. ლაო ძის ერთ სტროფში ასეთი აზრი იკითხება: ბრძენი მაშინ ხარ, თუ არ ანსხვავებ ერთმანეთისგან არც ერთ სულიერს, ყველა გიყვარს. ასეთი სიყვარული და პოეტური ხედვა ჩანს აქ.
3. ნანა, რატომ "სხვაში"? იმდენად დავინახე მისი ეს საოცარი გრაციოზულობა და სიამაყე, ისე ნათლად ვიგრძენი მისი ცივი სხეული, რომ გამაჟრიალა, მიუხედავაად იმისა, რომ არ მეშინია მათი. ჰო, კი არ მეშინია, არამედ მნუსხავს მისი შეხედვა. შენ ეს ყველაფერი გადმოიტანე ქაღალდზე და... შეფასების საშუალება კი მოგვისპე...
Это не честно! :)
ნანა, რატომ "სხვაში"? იმდენად დავინახე მისი ეს საოცარი გრაციოზულობა და სიამაყე, ისე ნათლად ვიგრძენი მისი ცივი სხეული, რომ გამაჟრიალა, მიუხედავაად იმისა, რომ არ მეშინია მათი. ჰო, კი არ მეშინია, არამედ მნუსხავს მისი შეხედვა. შენ ეს ყველაფერი გადმოიტანე ქაღალდზე და... შეფასების საშუალება კი მოგვისპე...
Это не честно! :)
2. უხსენებელი :)
"ტანმოხატული უცხო ზოლებით გასრიალდება ხევში ზმორებით..."
ხომ გეუბნები - ქალი-მინდია ხარ მეთქი :) :*
უხსენებელი :)
"ტანმოხატული უცხო ზოლებით გასრიალდება ხევში ზმორებით..."
ხომ გეუბნები - ქალი-მინდია ხარ მეთქი :) :*
1. ჰოომ. მომეწონა:) ჰოომ. მომეწონა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|