(შენ) ძლიერი ლტოლვა , სულის ძახილი იმისკენ რაც შენშია და გიხსნის ყოველგავრი მიწიერი ამაოებისგან. თუმცა, რა არის ეს?! კითხვა სწორედ მაშინ იჩენს თავს როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი და კვლავ გაფიქრებს. საკუთარი თავის ძიება იწყება სწორედ მაშინ, როდესაც იწყებ აღქმას ამ ქვეყნიურის. ეჭიდები ყოველივე შესაძლოს და შენთვის იმ "რეალურს" რაც გადაგარჩენს ამ გაურკვევლობისგან, თუ სად იმალება შენი სულის ძახილი და სად ხარ თვითონ შენ. ერთი "მე" გკარნოხობს რომ -ეს ის არის... მეორე კი საპირისპიროს გიმტკიცებს. დრო? დრო კი გადის. სიცარიელე სულში ეს უკვე ვაებაა რაც დამარცხებას მოასწავებს, ის კი სიკვდილს. მხოლოდ იმის გამო რომ ცხოვრება გთრგუნავს?! აზრი სწორედ ამაშია. ამ ჭიდილშია ის ხიბლი რასაც საბოლოო გამარჯვებამდე მიჰყავხარ. თუ შენშივე დათრგუნავ ყოველივე მიწიერ ცდუნებებს, ის ძირიანად მოსპობს ცოდვის ქმნას. გახდები შედარებით უკეთესი რადგან საკუთარ თავზე გამარჯვება ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ვბრუნდებით "უკან". შემდეგ რას ეძებ შენში, რა გსურს შენ? შენს სულს. ის რომ ეს თავადაც არ ვიცით ეს არა არის საშიშრობა რადგან ძიებაში ვართ. ბედნიერია ის ვინც იპოვა საკუთარი "მე" თავის თავში და შემდეგ ცხოვრებაში.
(მე)
საკუთარ თავზე საუბარი ზომიერად მიჩენს უხერხულობის განცდას თუმცა რატომაც არა. ერთხელ ითქვას, მხოლოდ ერთხელ. რაც შემეხება მე... ვფიქრობ რომ გარკვეულ წილად ვიპოვე გზა რასაც გავყვები ცხოვრების ბოლომდე. ამას ვერ ვუწოდებდი გამარჯვებას (თავმდაბლობა) ბედნიერებისგან გამოწვეული ის გრძნობები და პატარ-პატარა სიხარულის "ნაწილაკებიც" საკმარისია ჩემთვის, რომელიც მიმოდიან სხეულში. ვარ უბრალოდ მე . ვქმნი და ვაკეთებ იმას რაც მიყვარს. და ყოველივე ამ ქმედების შემდეგ თუნდაც ვიგულისხმოთ მცირედი სიკეთე, ადამიანში დავინხე ის მადლიერებით ანთებული თვალები, მაშინ ეს ის არის ის და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ. თითქოს ჩერდება კადრი და ეს ყველა ემოცია ერთნაირად იღვენთება ჩემს სულში და იწვევს გასაოცარ, ენით აღუწერელ სიმსუბუქეს. ბედნიერების პიკიო... რომ იტყვიან ხოლმე.
P.S ვფიქრობ, რომ თუ ვიცხოვრებ(თ) ისე რომ ყოველი მეორე დღე, იქნება განსხვავებული წინამორბედისგან და შევწყვეტთ ამაოებას, მივაგნებთ იმ სულის ძახილსაც და მივაღწევთ გამარჯვემადეც... არა მხოლოდ ჩვენს თავში არამედ ყოველივე იმ ყველაფერთან, რასთანაც კი ასოცირდება გამარჯვება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გამარჯვების შემდეგ მარტივი გახდება შეგრძნება რეალობის ამ სამყაროზე,მარტივი იქნება სიარული სუსხიან ზამთარში ,რადგან სული იქნება მზესავით ცხელი,მთავარია ვიფიქროთ მომვალზე ,ჩემზე და შენზე ... მთავარია წარსული არ ვადიდოთ იმის იმედით ,რომ ასე უკეთ ვიგრძნობთ თავს.. PS:წარმატებები,ძალაინ ღიად წერ და კარგად აღქმადია შენი ნაწერი :3 გუდ ლაქ გამარჯვების შემდეგ მარტივი გახდება შეგრძნება რეალობის ამ სამყაროზე,მარტივი იქნება სიარული სუსხიან ზამთარში ,რადგან სული იქნება მზესავით ცხელი,მთავარია ვიფიქროთ მომვალზე ,ჩემზე და შენზე ... მთავარია წარსული არ ვადიდოთ იმის იმედით ,რომ ასე უკეთ ვიგრძნობთ თავს.. PS:წარმატებები,ძალაინ ღიად წერ და კარგად აღქმადია შენი ნაწერი :3 გუდ ლაქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|