ვიცი ძნელია როცა განიცდი, და ეს გრძნობები გულზე მეტია, ვიცი რას ნიშნავს სულის ტკივილი, ჰეროდეს ცოდვის ეს ტრაგედია. როცა აღარ გსურს სუნთქვა ამ ქვეყნად, და გაყინული როცა გაქვს გული, მაშინ ვერ ხედავ და არც არსებობს შენთვის ლამაზი ეს გაზაფხული. მაგრამ ტკივილით დამარცხებულნი მცირედნი ვლიამ ამ ქვეყანაზე, უნდა ებრძოლო ეშმაკის სურვილს, თითქოს სიკვდილი გზას ალამაზებს. მოვა დრო როცა შენ მზეს შეიგრძნობ, სხივების სითბოს ისევ გაიგებ, იცი?იმ წამსვე დიდი წუხულით, შენი ფიქრების გამო დაირცხვენ. მიხვდები თურმე ძლიერ ცდებოდი, როცა სიცოცხლე აღარ გინდოდა, შენი შემცბარი ფიქრებისაგან კიდევ რამდენი გადავიდოდა?! ამიტომ მუდამ უნდა გახსოვდეს გულის სიწრფელე,გრძნობა მთლიანი, ვალია ჩვენი არ დაგვავიწყდეს; ღმერთი,სამშობლო,ადამიანი!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არ მომეწონა. წარმატებები არ მომეწონა. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|