ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2015


საბას ამბები - პირველი სიყვარული



ჩემი საბა, ასე ხუთი წლის იქნებოდა. მოსკოვში ვართ.ზამთარია, თოვლი. შემოვიდა ეზოდან ლოყებდაბრაწული და მეუბნება:
- Цици, я хочу вот эту керамическую тарелку и деньги - хочу купить розу.
- რად გინდა ბიჭო ვარდი? - ის რუსულად მელაპარაკებოდა, მე ქართულად.
- Я влюблён В Ксюше и хочу подарить.
მივეცი, ფულიც და კერამიკის თეფშიც. (მაშინ ვმუშაობდი თიხაში)
ის გოგო, ქსუშა, ჩვენი შენობის წინა შენობაში ცხოვრობდა. ზის საბა საქანელაზე, ცალ ხელში კერამიკის თეფში უჭირავს, მეორე ხელში ვარდი და ქანაობს. ფეხებს ვერ აწვდენს დაბლა.
კარგა ხანს ელოდა და როგორც იქნა, ის გოგო გამოვიდა.
გამოვიდა, მარა, რა გამოვიდა!
Во, Ксюша!!!
დიიდი, მაღალი, საბა წელამდე თუ მისწვდებოდა. თან საბაზე ერთი-ორი წლით უფროსი.
საბამ საჩუქრები მისცა. ქსიუშამ ლოყაზე აკოცა და სახლში გაიქცა საჩუქრების წასაღებად.
როცა დაბრუნდა, ჩაჰკიდეს ხელი ხელს და წავიდნენ სასეირნოდ.
საბა მოვიდა და ვეკითხები:
- ბებო, ეგ გოგო ცოლად გინდა მოიყვანო-მეთქი?
- Неет! я пока моленький, не могу содержать семью.
- აბა შეყვარებულია შენი?
- да!
- როგორ გიყვარს-მეთქი, - ვეკითხები ინტრიგანი ბებია.
-Ты знаешь, Цици, когда мы играем, дети, Ксюша никогда, вот никогда не с кем не ссориться!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს