ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2015


ჰარრი

ჰარი,მარტოობა გამიძნელდა,
ჰარი,სად წახვედი ვეღარ გხედავ.
ჰარი,მემგონი თვალ დამიბნელდა,
ჰარი დაძახებას ვეღარ ვბედავ.

ვეღარც შენს თითებს ვგრძნობ გაშლილ თმაში,
ვეღარც დამაბნეველ სიახლოვეს ,
დარდი შემერია სულის ხმაში,
გული მარტოობას იახლოვებს.

ჰარი, ჰარი ხელი რად გამიშვი?!
ჰარი სად წაიღე გვირილები,
მათი სილამაზე აღარ მათრობს
და არც ძველებურად ვიღიმები.

ჰარი შენი სუნთქვა აღარ მესმის,
ვეღარც შენი გულისცემა დავითვალე,
ადრე შენ მოგქონდა გვირილები,
და მეც გვირილები მოგიტანე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს