ორი კვირის წინ ჩემს სახლში, იმ ეზოში ვიყავი, სადაც გავიზარდე და დღემდე ჩემს ოჯახს ვეძახი. (ახლა იქ ჩემი ძმა ცხოვრობს ოჯახით) ჭიშკართან მტირალა ტირიფი გამხმარიყო და ახალი გადაჭრილი დამხვდა. ამოვისუნთქე... ეს ტირიფი რაღაცნაირად სულ იმ დროს მახსენებდა, როცა ის დავრგეთ:
ჩემს ძმას ერთი ამოჩემებული ფრაზა ჰქონდა: რატომ ტირი ტირიფო? ტირი? კაი იტირე... ერთ დღესაც საიდანღაც ტოტი მოიტანა და მიწაში ჩარგო. თან მითხრა, შენი შვილი და ეს ტირიფი ერთად გაიზრდებაო.
მე მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი. მოულოდნელად, რამდენიმე დღეში ავად გავხდი და ბავშვი დავკარგე.
საშინლად განვიცადე და ძლივს გადავიტანე. სახლში როცა დავბრუნდი, დათომ გულწრფელად მითხრა:
__ეს ტირიფი შენი შვილის ტოლი იქნება ყოველთვისო.
როცა მათ ვსტუმრობდი, ვხედავდი, ტირიფი როგორ განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა, დამშვენდა, ტანი აიყარა, თუმცა ტოტები,როგორც ასეთ ხეებს ჩვევია,მუდამ ძირს ქონდა ჩამოყრილი და მგლოვიარედ იდგა. სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებდა მისი გახარება და გაზრდა. მერე მე თანდათან იქ სიარულს მოვუკელი. მერე შვილები მეყოლა და უფრო დიდი შუალედებით ვსტუმრობდი საკუთარ სახლეულს, ერთ დღესაც კი, ჭიშკრის გვერდით მდგომი "ჩემი" მტირალა ტირიფი იმხელა დამხვდა, თავზე გადმომაჩერდა, უზარმაზარი ჩრდილი დამახვედრა ... და გულიც დამიკენჭა. ცუდად გავხდი. არ ვიცი, განსაკუთრებით რატომ იმოქმედა. და მე ის შემძულდა...
ტირიფი უკვე თხუთმეტი წლის იყო...
***** ****** ორი კვირის წინ , როცა ჩემს ეზოში შევედი, თვალში მეცა, ჭიშკართან მდგომი მტირალა ტირიფი გამხმარიყო და გადაჭრილი დამხვდა
ჩემს ძმას მოეჭრა
ამოვისუნთქე....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, რომ თქვენც ამოისუნთქეთ როცა რამე გვაწუხებს, ამოსუნთქვა დიდი შეღავათია:) კარგია, რომ თქვენც ამოისუნთქეთ როცა რამე გვაწუხებს, ამოსუნთქვა დიდი შეღავათია:)
1. ჯერ ერთი.... თუ ეს მემუარული ხასიათის ტექსტია, ავტორისათვის შეიძლება "ლიტერატურულიც" კი იყოს, მაგრამ მკითხველისათვის (იყოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემთვის) არაფრისმთქმელი ტექსტია.... აქ არაფერია "ლიტერატურული" - არის მხოლოდ ავტორის სურვილი, გავიზიაროთ მისი "ობივატელურად ემოციური" _ კი ბატონო! არ არის პრობლემა, მაგრამ "ურაკპარაკი" ხომ "ფეისბუკი" არ არის.... ეს ტექსტი იქ უფრო იქნებოდა "გაზიარებული", და სავსებით გულწრფელადაც.
ახლა მეორეც.... თუ ეს შემოქმედებაა..... უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ რეპლიკით :) მე პირადად, ასე არ მიმაჩნია....
აჰა... მეც ამოვისუნთქე :) ჯერ ერთი.... თუ ეს მემუარული ხასიათის ტექსტია, ავტორისათვის შეიძლება "ლიტერატურულიც" კი იყოს, მაგრამ მკითხველისათვის (იყოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემთვის) არაფრისმთქმელი ტექსტია.... აქ არაფერია "ლიტერატურული" - არის მხოლოდ ავტორის სურვილი, გავიზიაროთ მისი "ობივატელურად ემოციური" _ კი ბატონო! არ არის პრობლემა, მაგრამ "ურაკპარაკი" ხომ "ფეისბუკი" არ არის.... ეს ტექსტი იქ უფრო იქნებოდა "გაზიარებული", და სავსებით გულწრფელადაც.
ახლა მეორეც.... თუ ეს შემოქმედებაა..... უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ რეპლიკით :) მე პირადად, ასე არ მიმაჩნია....
აჰა... მეც ამოვისუნთქე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|