ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2015


ასეთ დროს ჩემში სისხლის დენას ისე აქვს აზრი...

ზოგის ფიქრები ნათელია, ზოგის მარაზმი,
აშლილი ფიქრის იქცევიან ბუტაფორიად,
ასეთ დროს ჩემში სისხლის დენას ისე აქვს აზრი,
როგორც ფილტვების სარქველებში კვამლის ფორიაქს...

საით  მიდიხარ?! უსასრულო ფიქრს ეზიდები,
მოგონებები გაწვებიან მძიმე ლოდებად?..
წარსულზე ფიქრით მეგობარო ტყვილად ღონდები,
რა იცი ახლო მომავალში რა გველოდება?...

ჭაობი! ნესტით გაჟღენთილა მძიმე ჰაერი,
აქ, სიმარტოვე აუცხოვებს სულს ორმოსავით...
თუმც ნიშანწყალი, სიცოცხლის ჩანს არანაირი,
აქ ხალხიც ცხოვრობს უამრავი თუმც კოღოსავით,

იკბინებიან, არ ასვენებთ თავში მარაზმი,
აშლილი ფიქრის იქცევიან ბუტაფორიად,
ასეთ დროს ჩემში სისხლის დენას ისე აქვს აზრი,
როგორც ფილტვების სარქველებში კვამლის ფორიაქს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები