მიწის გულიდან იმზირება ურცხვად აპრილი, მარტის გოდება უშენობას უფრო აძნელებს, ლურჯი ღამიდან-მაჯის ფეთქვა,ცამდე აჭრილი, ვნებამორეულ ატმის კვირტებს როგორ ახელებს. რას გეტყვი ახალს,აქ ისევ თოვს,მთების აკვანში და ნაკვალევიც თითქოს გაქრა ყველა კუთხიდან, ბებერი ქოხი ისევ ჩაჯდა ყინვის აბჯარში მაგრამ აპრილი?კვლავ მიღიმის მიწის გულიდან. რას გეტყვი ახალს,ჯიხვის რქებში ჩაიწურა მზე თაკარა, ქარი ფლეთავს უმოწყალოდ ლეგა ღრუბელს, აქ არაგვი,რომ ბობოქრობს კვლავ ანკარა, მანდ ლოთივით ღამით თელავ მტვრიან ქუჩებს. რაღა გითხრა,ახლა ისევ მე და ჭრელას, ბუხრის პირას ცეცხლის ალი გვითბობს სხეულს, ჩამთვლიმავს და შემაპარებს ჩუმად მზერას, ისევ ორნი თუ შემოვრჩით კვლავაც წლეულს. მანდ აპრილი ვეჭვობ ალბათ სულებს გდაგავთ, ჩვენ გვაბარდნის ზეცა ისევ თოვლის ფიფქებს, მე და ჭრელა დილაობით კვალებს ვხატავთ, , შენ მწველი მზე ხელისგულებს გივსებს. აღარ გწერ და...აღარც მოგწერ ალბათ კიდევ, შუაღამე ჩვილ ბავშვივით თვალებს ნაბავს, მე და ჭრელა...თან აპრილიც გვიტევს, მთვარე ცაზე რძისფერ ნისლებს ართავს... ქეთევან ზვიადაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გრძნობადი ლამაზი ლექსია. ნექტარი. გრძნობადი ლამაზი ლექსია. ნექტარი.
4. კარგია თუმცა უკეთეს ველი. კარგია თუმცა უკეთეს ველი.
2. 1, არაგვი მუდამ ბობოქარია. მუდამ ჩქარი და დაუდეგარი. 2.ჭრელა ხევსურეთში გვყავდა 2008 წლის ზაფხულს,მეცხვარე იყო,ერთგული. ქისტებმა აჩუქეს დედაჩემის ნათლულს,სულ ჭრელი იყო,საოცრად განსხვავებული და სახელიც შერჩა. 1, არაგვი მუდამ ბობოქარია. მუდამ ჩქარი და დაუდეგარი. 2.ჭრელა ხევსურეთში გვყავდა 2008 წლის ზაფხულს,მეცხვარე იყო,ერთგული. ქისტებმა აჩუქეს დედაჩემის ნათლულს,სულ ჭრელი იყო,საოცრად განსხვავებული და სახელიც შერჩა.
1. აბობოქრებული არაგვი ანკარაა ხოლმე? :)
ჭრელა რა ცხოველია, ვერ მივხვდი :)
აბობოქრებული არაგვი ანკარაა ხოლმე? :)
ჭრელა რა ცხოველია, ვერ მივხვდი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|