ნისლს დაუფარავს ფიქრები საუკუნო,ადამიანმა დაკარგა არსება, რაღაც უგულო და უსინდისო გამოფიტული ერი არსდება, შავად იჭექა შურის ღრუბელმა და გარყვნილების დაიწყო წვიმა ვერ უფიქრდები ამ განსასზღვრებით ჩვენი სამშობლო სანამდე მივა?
ახსნილ აღვირს რომ იგემებს ცხენი,ის შეიძლება მგელმა შეჭამოს, თუ ზიზიღის ფიქრი იქცევა ჩვევად მალე მივაღწევთ ასე ეშაფოტს. ნუ გვაქვს ყოველთვის იმედი ღვთისა თუ დავაშავებთ რომ გადაგვარჩენს უფალმა მოგვცა თავისუფლება და გამოგვიტანს ამით განაჩანს.
ჩვენ საქართველო დაგვვიწყებია,ჩვენი სამშობლო ტკბილი და წმინდა კურაპალატის ნასისხლარ მიწას,უსჯულოები რომ ჭამდნენ გვინდა? სინდისი თურმე უკვე ჩვენთვის აღარ არსებობს ,დაგვიკარგია ღვთის შიში და პატივისცემა და მივუყვებით თითქოს ახალ შარაგზას შფოთვით,ვით გაზაფხულზე გაუხედნავი ცხენების რემა
კვლავ გადმოგვყურებს ბრძენი თეთნულდი,მყინვარწვერს უკვე თოვლიც არ რჩება, კითხვა კი ისევ ჟღერს მტკივნეულად,ქვეყანა ჩვენი თუ გადარჩება? ისევ ვირწმუნო მინდა კეთილის,ბოროტმა უკვე გზები არია, ნაათაბაგარს და ნასახლკარებს თავის მზაკვრული ხელი დარია
ჩვენ ვიყიდებით ნაკუწ–ნაკუწად,წვეთ–წვეთად იცი ზღვები ივსება, რომ ნაფლეთები შემოგვრჩენია გავანიავეთ ამით ღირსება, ისევ წამოვდგეთ ფეხზე ერთ მუშტად,ღმერთი სულგრძელი ჩვენ არ დაგვტოვებს, სიყვარულისგან ნაშენი ერი,სარწმუნოებას არ მიატოვებს.
ერთი გზა დაგვრჩა მხოლოდ თავის ხსნის,გზა დიდი მწარე თან მადლიანი უნდა შევძლოთ და ხატად ვაქციოთ,ღმერთი,სამშობლო,ადამიანი!