ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2015


მოვედი ძალა და საყრდენი, რომელიც ვგავარ მას

არ მოვსულვარ სიკვდილისთვის
უკვდავებისთვის მოვედი.

არ მოვსულვარ სიჩუმისთვის
ყოვლისმომცველი ღრიალისთვის მოვედი.

არ მოვსულვარ მშვიდობისთვის
ალესილი მახვილი დამყვა დაბადებიდან.

არ მოვსულვარ კომპრომისებისთვის მტერთან,
მისი სისხლის ბოლო წვეთამდე დასაღვრელად მოვედი.

არ მოვსულვარ სიმართლის დასამალად ან შესალამაზებლად
მის აღსაზევებლად მოვედი.

არ მოვსულვარ მოსასვლელად, ვალდებულებამ მომიყვანა
ვალდებულებამ და სიყვარულმა,
რომელთა გარეშეც არ ვარ,
ვალდებულება ჩემი სხეულია ხოლო სიყვარული–სული.

არ მოვსულვარ მუდამ ჩრდილში ყოფნისთვის
ბრძანებას ველი გამოსაჩენად.

მოვედი უმაღლესის გამო, მოვედი უმდაბლესით,
მოვედი შენთვის ადამიანო,
მუხლებზე დაცემულო და შიშით მიწაში თავჩარგულო,

წამოდექი ადამიანო, აი ჩემი ხელი,
წამოდექი და მაგრად იდექი, ნუ გეშინია...
ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ნუ გეშინია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები