მე, შენ და ჩვენთვის უცნობი ღმერთი, გრძნობებზე მეტი მითხარი რა მაქვს, და სიყვარულიც ყურძნის წვენივით, თრობის ეფექტით მოჰყვება ამბავს, თუ როგორ დევნის ბედი ტიალი ოცნებებს,რწმენას,მომავლის იმედს, შენ ჩემს თვალებზე მოხეტიალე, სულ ერთი ცრემლით ხარ სხვებზე მძიმე. და როცა ვმარცვლავ წარსულის სათლში ჯერაც გუშინდელ ბავშვურ ანცობას, ვხედავ შენამდე ვერ გავლილ მანძილს, მეჩვენება,რომ სათამაშო ვარ: ცხოვრების,მერე ჭერი ქანაობს ბზარავს ოსტატის ნაფერებ თიხას, გაჭირვების ჟამს ვსტუმრობ მამაოს, რომ უფრო ჩემი თავისგან მიხსნას, თორემ ამ სულში ქარები ქრიან, არ გავს, ძვირფასო,შხაპუნა წვიმებს შენ წახვალ,ალბათ, ადრე თუ გვიან, ან დაიკავებს ჩემს ადგილს ვინმე. მე, შენ და ჩვენთვის უცნობი ღმერთი, ასე იწყება ერთგვარი დრამა, რა უნდა გითხრა, დუმილზე მეტი, როცა სათქმელი თვალებით დამაქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სერგეი სად დაიკარგე? :)) სერგეი სად დაიკარგე? :))
4. გაჭირვების ჟამს ვსტუმრობ მამაოს, რომ უფრო ჩემი თავისგან მიხსნას....
ეგ ხო, რეალურია :)
გაჭირვების ჟამს ვსტუმრობ მამაოს, რომ უფრო ჩემი თავისგან მიხსნას....
ეგ ხო, რეალურია :)
2. ელადა, მადლობა :) :* ელადა, მადლობა :) :*
1. როცა სათქმელი თვალებით დამაქვს-კარგია. როცა სათქმელი თვალებით დამაქვს-კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|