ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიკია
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2008


აქამდე რაც ვილაპარაკე...

ჯავრი არა მაქვს სიცოცხლის,
არს სიკვდილის გზას ვდარაჯობ,
ნუ ამიოხრე ბილიკი,
შენთან მოსვლა მსურს საღამოს.

არ მაქვს გრძნობების შეტევა,
არც უგრძნობლობა მაწვალებს,
ალბათ მეგობარს ეძღვნება
აქამდე რაც ვილაპარაკე.

ხანდახან ზამთარს მთავაზობ,
რომ დამითოვლო ტკივილი,
ხანადახან ზაფხულს მასიცხავ,
მზერას გამჭოლი ირიბით.

მინდა არსება დაგარქვა,
არადა უკვე ქალი ხარ,
მინდა სიცოცხლეს გაგაკრა,
მაგრამ უკუღმა დადიხარ.

რატომ გეცვლება იერი,
როცა სიყვარულს ვახსენებ?
იქნებ მაგ ღიმილ-განწყობას
ჩემთვის ვერ არქმევ სახელებს.

ბედი გაქვს და კიდევ გექნება,
სადაც დატოვებ ნაკვალევს,
იმ ნატერფლებზე მოგაგნებ,
ნებით გამიშლი დალალებს.

ოცნებას როდის მუკლავს,
კაცი ან ქალი ნეტარი,
ადრე თუ ნეკით დაგდევდი,
ეხლა გირიგევს,ნეტა ვინ?...

სიკვდილსაც დავიწყებიხარ,
სიცოცხლეს რიგში ჩაუდექ,
იქნებ ჩემამდე მოხვიდე
და სიყვარულით მაუწყე:

-ხო, მეგობრობით დაიწყო,
ეხლა სხვა გრძნობა მაწვალებს...
სულ შენთვის დამიწერია,
აქამდე რაც ვილაპარაკე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები