ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2015


მიენდე მას

მიენდე მას, ის წაგიყვანს შენს გზაზე,
მიენდე მას, გზები მისი შექმნილია,
მიენდე მას ის ქმნის და ანგრევს,
ის გენიოსია, მიენდე მას,
მოადუნე სხეული და გაჰყევი მას,
დაე შენი სხეული წინ იყოს წახრილი,
და მთვრალივით ადგამდე ნაბიჯებს,
მიენდე მას,
ის მოგცემს სამოსს სიშიშვლისას და შეგმოსავს უსირცხვილობით,
მიენდე მას, ის მოგცემს ჭამადს სიკვდილისას და შემდეგ სიცოცხლისას,
და პირიქით,
მიენდე მას, მაშინაც როცა შეგიწყვეტს კვებას, და სამოსს დაგახევს,
მიენდე მას და გაჰყევი, რადგან ყოველი განცდა მისია
და ჭკუასა და გონებას ის არიგებს,
მიენდე მას რადგან გაძლევს ხელს და
გართმევს ყველაფერს, რაც ფეხის გადადგმაში ხელს გიშლის,
მიენდე მას, მიენდე მას, მიენდე მას,
რადგან ყოველდღე გიხაზავს რუკას შენი ცხოვრებისა და
თავისი ენით გიხელს თვალებს რომ დაინახო,
და თავის ცერ თითებს გირჭობს ყურებში, რომ გაიგონო,
ნუ შეეწინააღმდეგები, მიენდე მას,
მან მოგანდო თავისი თავი და დაე შენც მიენდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები