ვითომ ნეტარი ამ ცხოვრებისგან სარწეველაში წამომჯდარი ბეჭზე გაქვს შალი, ვთქვათ, კუბოკრული , ზიხარ და ფიქრობ:
ირგვლივ და ყველგან მთები არის ცად აზიდული, ლამაზი, მუდამ მყინვარიანი და ჯიშიანი. პატარძალივით ამაყია, გრძნობ გულისფეთქვას, სიდიადე კი არის მისი ხელშეუხები
მისი სითეთრე ძვალს გიტეხავს , გითრთოლებს აზრებს, ღრუბლებთან იყოფს ცის ლაჟვარდებს ... იღებ ხელში ფუნჯს და ყველა შტრიხით იწყებ მის ხატვას...
თუმცა ... განწყობას გააჩნია
ზოგჯერ ისინი საოცრად ჯმუხი, ავად მზირალი და პირქუშია. გოროზი მთები... მშობელი ზვავთა და მეწყერთა , უბედურების სათავე და ურჩი მოწმე. თვითონ უძლური.. არ შეუძლია აარიდოს ეს თავდასხმა ადამიანებს,
ასეთ დროს იგი უხვად ისმენს კაცთა წყევლას და ცდილობს ჩაიკლას ბოლო სურვილი, იყოს კეთილი... ...და ფუნჯი? ეს ისეთივეა ამ ლექსში, როგორც შალი ბეჭისთვის, ვთქვათ, კუბოკრული .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არა მარტო ერთი ღამის... კარგია. არა მარტო ერთი ღამის... კარგია.
2. არა, ჯერ არ მიპოვია: DDD ვეძებ მეწყვილე პოეტს, რომ მერე, ჩრდილის ნების თანახმად, მასთან ერთად "შევმცირდე " :DDD არა, ჯერ არ მიპოვია: DDD ვეძებ მეწყვილე პოეტს, რომ მერე, ჩრდილის ნების თანახმად, მასთან ერთად "შევმცირდე " :DDD
1. იპოვეთ ლუწი? :) იპოვეთ ლუწი? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|