ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატე
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2015


ჩემი სამყარო

ჩემი სამყარო
იმხელაა,
რომ
მხოლოდ
შენ შეგიძლია
დაიტიო,
სწორედ ამიტომაც
შემიყვარდი
და
არა
შეგიყვარე..

სანამ
ჩემს გვერდით
არ
გიხილავ,
თავი
წვიმის
მოლოდინში
იმედგაცრუებული
ქოლგა მგონია,
რომელსაც
მისი პატრონი
პირველსავე შემხვედრ
ლამპიონს მიაყუდებს
და
მიატოვებს
ბედის ანაბარა.
ანდაც,
სიზმრებისგან მიტოვებული,
მაგრამ
უკან ადევნებული
ძილი
ვარ
დამფრთხალი -
შენს მკლავებს
რომ
ნატრობს..

შენს ნაკვალევზე
ამოსულ
გაზაფხულებს
მოვყვები
შენსკენ
და მჯერა კიდეც
რომ
ერთ დღესაც
წამოგეწევი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები