 | ავტორი: ჭანტურია ედისონი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 ივნისი, 2015 |
ვიღებ კალამს რადგან დავწერო,აჰა დავიწყე .სასაცილოა არა? ალბათ გჯერათ რომ კალამი ავიღე და ვწერ,არადა სადღაა კალამი და ქაღალდი,ეხლა ხომ დიდი ეპოქა გვიდგას როგორც ეგრედწოდებული სოციალური ქსელების თავადაზნაურები იტყობინებიან,მე კი მართლა საწერ კალამს ვეძებდი და მადლობა ღმერთს რომ სტუდენტი ვარ და წესისთვის მაინც მიგდია ჩანთაში ეს საოცარი ნივთი და ასევე წესისთვის რვეული და ფანქარი აღმომაჩნდა,ფანქარი საშლელის გარეშე,მეგობრის ნაჩუქარი ფანქარი რომელსაც ამავე მეგობარმა საშლელი მოაძრო და მითხრა რომ აწი თურმე დიდი ვარ და რასაც დავწერ იმის წაშლა არ უნდა მომიწიოს.რვეული მეტად ფასდაუდებელი აღმოჩნდა,აქ ამ 12 ფურცლიან რვეულში ჩატეულა 729 დღის ნასწავლი,მაინც კარგია ,გაცვეთილია ძველი ფსალმუნის წიგნივით რომელიც ხშირი კითხვისგან იფლითება,გასაკვირი კი ისაა რომ ეს რვეული არცერთხელ არ გადამიშლია წასაკითხად,არც ეხლა გადავშალე,ტრადიციას ხომ არ ვუღალატებდი.რა აზრი აქვს რვეულს თუ საწერ კალამი არ გაქ ან ფანქარი გაქ რომლით დაწერილს ვერ წაშლი ანუ შეცდომას ვერ გამოასწორებ?ამიტომაც ჩავალაგე ჩანთაში ეს ნივთები და დავკიდე კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე სადაც ადრე ქურთუკი ეკიდა,ვუყურებ და ვფიქრობ რომელია უფრო კარგი adidasi ს ტყავის ქურთუკი თუ masimo dutts–ს ჩანთა?პასუხს ვერ ვღებულობ.მერე რატომღაც მახსენდება ჩემი ოჯახი,ჩემი მეგობრები და ჩემი ქვეყანა,ყველა ცოცხალია ყველა ასე თუ ისე კარგადაა და მე ყველა მიყვარს რადგან,ღმერთია ჩვენს შორის და ჩემს სახლში იმ კედელს საიდანაც მზე ამოდის დიდი და უსაშველოდ ბრწყინვალე ღმრთისმშობლის ხატი ამშვენებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|