ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანუკა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2008


მე მსურდა

მზე ჩადიოდა, მთვარე ამოდიოდა,                                                                                                                   
დღე გადიოდა, ღამე მოდიოდა.
წლები გარბოდნენ, ცხოვრება მიდიოდა,
დღენი ჩქარობდნენ, სევდა დიოდა.
ჩაგრული კაცი სიკვდილს ნატრობდა,
ავი თუ კარგი ფიქრს თავს ანდობდა,
მე კი მინდოდა მეწერა ლექსი
და ყოველივე აღმექვა ჩემში.
რასაც ვფიქრობდი, რასაც ვხედავდი,
სხვისთვიას ამის თქმას ვერა ვბედავდი.
მე მსურდა ქვეყნად მენახა წლები
ბედნიერების, კარგად ყოფნისა
და სიყვარული სულ მუდამ წრფელი,
რასაც გვიბოძებს ღმერთი ყოვლისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები