| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2015 |
დღეს ჩემი ქუჩა არის მსგავსად აკვარიუმის, ათასი ფერის ლიფსიტებით და ხალხით სავსე... კაფეში ვზივარ ვიტრინასთან, აქ ვარ, მოემის წიგნი მიჭირავს და ერთეულ სიგიჟის მსგავსად ვუცქერი ღამეს, რომ მიცოცავს კორპუსთა მიღმა, ღამე-ყველი სიგიჟის და სიმშვიდის მაცნე და ჩემი სულის ზედაპირი-თვალების სიღრმე, ჩემი თვალების ზედაპირი და ცრემლის განცდა ირევა, მაგრამ ვერ მერევა, ვირევი თუმცა, ვირივით ერთგულს მორჩილების მადგას უღელი და ვარსკვლავებში ვიძმობილებ ყველაზე უმცროსს, მთვარის საცერით რომ გაივსოს ზეცის ბეღელი და მერე შენთან მოვიტანო სახით ქატოსი ათინათების ნარჩენები და შენს ლოგინთან დავყარო, როგორც თოვლმა იცის შენსკენ პლატოზე და თოვლი მინდა, თოვლი, თოვლი, თოვლი, ვბოგინობ! დღეს ჩემი ქუჩა არის მსგავსად აკვარიუმის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. შორეული ზღაპარივით სურათია ღამის , მთვარის და ძმები ვარსკვლავების...:) მიყვარს აქ შემოსვლა...:-* შორეული ზღაპარივით სურათია ღამის , მთვარის და ძმები ვარსკვლავების...:) მიყვარს აქ შემოსვლა...:-*
3. :)) ვის გაუგია ივლისში თოვა, მაგრამ თუ მთხოვე... მარიამ, მადლობა :)
:)) ვის გაუგია ივლისში თოვა, მაგრამ თუ მთხოვე... მარიამ, მადლობა :)
2. თოვლი მეც მინდა. მაგრამ ვის გაუგია ივლისში თოვა.
5. თოვლი მეც მინდა. მაგრამ ვის გაუგია ივლისში თოვა.
5.
1. თორმე როგორ კარგად მახსოვს ყველა ის ლექსი,რომელიც შენს კრებულშია. რაღა თქმა უნდა,არაჩვეულებრივია ესეც,ბევრი სხვა ლექსის მსგავსად თორმე როგორ კარგად მახსოვს ყველა ის ლექსი,რომელიც შენს კრებულშია. რაღა თქმა უნდა,არაჩვეულებრივია ესეც,ბევრი სხვა ლექსის მსგავსად
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|