მზე რომ მარტო ცხოვრობდა და მოწყენილობისგან სულ მცხუნვარე სხივებს უშვებდა, იმაზე მოგიყვეთ თუ იმაზე, როგორ იპოვა მეგობარი?
მოდი მეორედან დავიწყებ... უძველეს დროში, მაშინ, როცა მზემ ჯერ კიდევ არ იცოდა , რომ მზე ერქვა და არც წიგნებში ჰქონდა ამოკითხული ამის შესახებ,ცხოვრობდა საოცრად ლამაზი ვარსკვლავი. საბრალო მარტოდმარტო ყოფნისა და მოწყენილობისაგან მწველ და ცეცხლისფერ სხივებს აფრქვევდა და თვითონაც სული ეხუთებოდა უხასიათობით. ერთ ლამაზ დილას კი (მან არ იცოდა რომ დილა მხოლოდ მისით იყო დილა და მის გარეშე სრული წყვდიადი მეფობდა) კარგ ხასიათზე გამოეღვიძა და ღიღინი დაიწყო: ცხრათვალა და ბუტიაო...ცეცხლი ხარ თუ ბრმა ტყვიაო...ტიტინებდა და ტიტინებდა. არც კი ახსოვდა, ეს ლექსი დედა მზემ ასწავლა, თუ თვითონ მოიფიქრა, როცა მარტო იყო ხოლმე...
ხოდა, იმ ლამაზ დილას , ერთი სხივი დედამიწისაკენაც გამოექცა. სხივმა იარა, იარა და დედამიწაზე ლამაზად დაეცა... დაცემას არეკვლა მოჰყვა და...ხის უკან , ხეზე უფრო მომხიბვლელი , ჩრდილი გაჩნდა. ჩრდილი ისეთი ლამაზი იყო, სხივმა თვალი ვერ მოსწყვიტა, მივიდა და უთხრა: _შენ რა გქვია? _ ჩრდილი _სახელიც ლამაზი გქონია _ლამაზი თუ ვარ, ეგეც არ ვიცი_გაეღიმა ჩრდილს _მოწყენილობისგან ცხოვრებამ აქ გადმომისროლა და მეგობარიც კი არავინ მყავს...გინდა ვიმეგობროთო? გინდა, რომ სულ მუდამ ჩემი ჩრდილი გერქვასო?
ჩრდილი დაეთანხმა, ლამაზი რევერანსი გააკეთა და თავი დაუკრა...
მერე კი ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და მას მერე არც დაშორებულან.
დღემდე ასეა: წინ ყოველთვის მზის სხივი მიდის, უკან კი მასზე ლამაზი ჩრდილი მიჰყვება და ცხოვრებით ტკბებიან...
ჭირი იქა, ლხინი აქა სხივი იქა, ჩრდილი აქა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ქალბატონ მანანა : ცეცხლი ხარ თუ ბრმა ტყვიაო_ეს უბრალოდ სულელური ლექსია, რომელსაც პატარა ვარსკვლავი ტიტინებდა:))) უკეთესი "სისულელე"იმ წამში ვერ მოვიფიქრე.მას რაიმე დატვირთვა არ აქვს ...თუ დამეხმარებით,მადლობელი დაგრჩებით. ანუ დახმარება მჭირდება , პატარა ვარსკვლავის უშინაარსო ლექსზე:DDდ და გავასწორებ.
რაც შეეხება_ ჩრდილს_ეს გადატანითი მნიშვნელობითაა და დიდ აზრს ნუ მომთხოვთ , ჩრდილი რისაც იქნება, ყველა მზის შედეგადაა "დაბადებული" . მზე რომ არ იყოს, ჩრდილიც არ იქნებოდა. ქალბატონ მანანა : ცეცხლი ხარ თუ ბრმა ტყვიაო_ეს უბრალოდ სულელური ლექსია, რომელსაც პატარა ვარსკვლავი ტიტინებდა:))) უკეთესი "სისულელე"იმ წამში ვერ მოვიფიქრე.მას რაიმე დატვირთვა არ აქვს ...თუ დამეხმარებით,მადლობელი დაგრჩებით. ანუ დახმარება მჭირდება , პატარა ვარსკვლავის უშინაარსო ლექსზე:DDდ და გავასწორებ.
რაც შეეხება_ ჩრდილს_ეს გადატანითი მნიშვნელობითაა და დიდ აზრს ნუ მომთხოვთ , ჩრდილი რისაც იქნება, ყველა მზის შედეგადაა "დაბადებული" . მზე რომ არ იყოს, ჩრდილიც არ იქნებოდა.
5. მეც ვერ გავიგე, ჩრდილი მზის სხივისაა თუ ხის? ცხელი ტყვია კი , საერთოდ რა შუაშია? :( მეც ვერ გავიგე, ჩრდილი მზის სხივისაა თუ ხის? ცხელი ტყვია კი , საერთოდ რა შუაშია? :(
4. ჩრდილის ყველაზე კარგი თვისებაა, ნებისმიერი სულიერის თუ უსულოს ისეთად დახატვა როგორიც არის. და თუ ვინმეს ცუდი ნაქვთები აქვს და მას ჩრდილი ზუსტად ასახავს, არ უნდა ეწყინოს. მადლობა მოძღვნისთვის. ჩრდილის ყველაზე კარგი თვისებაა, ნებისმიერი სულიერის თუ უსულოს ისეთად დახატვა როგორიც არის. და თუ ვინმეს ცუდი ნაქვთები აქვს და მას ჩრდილი ზუსტად ასახავს, არ უნდა ეწყინოს. მადლობა მოძღვნისთვის.
3. უჰ, რამდენი ვიხალისე კომენტარზე სამჯერ წავიკითხე ზღაპრები ,ჩრდილებზე და სხივებზე ,ნამდვილად ჩემი იდეა იყო :DDD
უჰ, რამდენი ვიხალისე კომენტარზე სამჯერ წავიკითხე ზღაპრები ,ჩრდილებზე და სხივებზე ,ნამდვილად ჩემი იდეა იყო :DDD
2. სახალისოა, მაგრამ... „გახურებული სხივებს“ _ „მცხუნვარე“ - თი ჩანაცვლება მოუხდებოდა ალბათ, ბავშვებისთვისაც კი :) თან დღევანდელი ბავშვები საოცრად კრიტიკულებიც არიან და რომ იკითხონ,“ როცა მზემ ჯერ კიდევ არ იცოდა რომ მზე ერქვა „ „ბრმა ტყვია“- ზე რა ემღერებოდაო... ტყვია რა იცოდა რა იყო, ბრმაზე რომ არაფერი ვთქვათო _ რას შვრები მაშინ :) ვთქვათ და დაგვიბრალებია ეს ამბავი დედამზისთვის, მაგრამ „...მუდამ ჩემი ჩრდილი გერქვასო“ ვის დავაბრალოთ? ჩრდილი ხომ ხისაა... მოდი ეს ამბავი მამამზეს შევაწეროთ, ახია მაგაზე :) რაკი იმდენი ვერ ასწავლა შვილს რომ, ჩრდილი სხივს ყოველთვის წინ ხვდება და ვერსადაც ვერ გაყვება თუ ხეც არ გაიყოლეს თან :)))) შეიძლება ჩრდილმა მიატოვოს ხე... ზღაპარია ბოლოსდაბოლოს, მაგრამ „მზის ჩრდილი“ მაინც ვერ... მზისგან? კი ბატონო, მაგრამ ხის!!!
აი ეს კი მომეწონა ძალიან: ჭირი იქა, ლხინი აქა სხივი იქა, ჩრდილი აქა
არადა მოულოდნელი იყო სრულიად "მერე კი ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და მას მერე არც დაშორებულან" - ფრაზის შემდეგ :) თან როცა დაიჯერებ რომ "დღემდე ასეა: წინ ყოველთვის მზის სხივი მიდის, უკან კი მასზე ლამაზი ჩრდილი მიჰყვება და ცხოვრებით ტკბებიან..." :))) მოკლედ, არ შეიძლება ბავშვებს ასე ავურიოთ გონება, საკმაოდ სერიოზული საზოგაოდებაა, მიუხედავად ნორჩი ასაკისა და თვით ჩრდილთან ფლირტიც კი ვერ იქნება გამართლება ლაფსუსების კორიანტელისა... თუ ტექსტი არ დევს ჟანრში "იუმორისტული" :))))))
„მწვანე ხელი წითელი კანტით“ ღილაკი ხომ არ შემოგვეღო ურაკზე, რაც ნიშნავდეს იქნება _ „ტექსტში ბევრი ლაფსუსია, მაგრამ ასე სჭირდებოდა საქმეს... თუ არ გჯერათ, დააწკაპუნეთ ღილაკზე“ :))))))) ბევრგან „შეიძლებოდეს იქნებოდეს იქნება“ მისი გამოყენება... უფრო ხშირად იძულებით :)))))
ვააჰ... რამდენი მიწერია, თან რეები :))) კომენტარებზეც უნდა შეიძლებოდეს მაგ ღილაკის დადება _ დავიწყოთ იდეის ავტორის კომენტარით :)))) დაიმსახურა პირველობა ... 5 სახალისოა, მაგრამ... „გახურებული სხივებს“ _ „მცხუნვარე“ - თი ჩანაცვლება მოუხდებოდა ალბათ, ბავშვებისთვისაც კი :) თან დღევანდელი ბავშვები საოცრად კრიტიკულებიც არიან და რომ იკითხონ,“ როცა მზემ ჯერ კიდევ არ იცოდა რომ მზე ერქვა „ „ბრმა ტყვია“- ზე რა ემღერებოდაო... ტყვია რა იცოდა რა იყო, ბრმაზე რომ არაფერი ვთქვათო _ რას შვრები მაშინ :) ვთქვათ და დაგვიბრალებია ეს ამბავი დედამზისთვის, მაგრამ „...მუდამ ჩემი ჩრდილი გერქვასო“ ვის დავაბრალოთ? ჩრდილი ხომ ხისაა... მოდი ეს ამბავი მამამზეს შევაწეროთ, ახია მაგაზე :) რაკი იმდენი ვერ ასწავლა შვილს რომ, ჩრდილი სხივს ყოველთვის წინ ხვდება და ვერსადაც ვერ გაყვება თუ ხეც არ გაიყოლეს თან :)))) შეიძლება ჩრდილმა მიატოვოს ხე... ზღაპარია ბოლოსდაბოლოს, მაგრამ „მზის ჩრდილი“ მაინც ვერ... მზისგან? კი ბატონო, მაგრამ ხის!!!
აი ეს კი მომეწონა ძალიან: ჭირი იქა, ლხინი აქა სხივი იქა, ჩრდილი აქა
არადა მოულოდნელი იყო სრულიად "მერე კი ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და მას მერე არც დაშორებულან" - ფრაზის შემდეგ :) თან როცა დაიჯერებ რომ "დღემდე ასეა: წინ ყოველთვის მზის სხივი მიდის, უკან კი მასზე ლამაზი ჩრდილი მიჰყვება და ცხოვრებით ტკბებიან..." :))) მოკლედ, არ შეიძლება ბავშვებს ასე ავურიოთ გონება, საკმაოდ სერიოზული საზოგაოდებაა, მიუხედავად ნორჩი ასაკისა და თვით ჩრდილთან ფლირტიც კი ვერ იქნება გამართლება ლაფსუსების კორიანტელისა... თუ ტექსტი არ დევს ჟანრში "იუმორისტული" :))))))
„მწვანე ხელი წითელი კანტით“ ღილაკი ხომ არ შემოგვეღო ურაკზე, რაც ნიშნავდეს იქნება _ „ტექსტში ბევრი ლაფსუსია, მაგრამ ასე სჭირდებოდა საქმეს... თუ არ გჯერათ, დააწკაპუნეთ ღილაკზე“ :))))))) ბევრგან „შეიძლებოდეს იქნებოდეს იქნება“ მისი გამოყენება... უფრო ხშირად იძულებით :)))))
ვააჰ... რამდენი მიწერია, თან რეები :))) კომენტარებზეც უნდა შეიძლებოდეს მაგ ღილაკის დადება _ დავიწყოთ იდეის ავტორის კომენტარით :)))) დაიმსახურა პირველობა ... 5
1. ...დიდი ხანია, შენი ჩრდილი მირჩევნია ჩემსას :D
ვუძღვნი ჩრდილს :) ...დიდი ხანია, შენი ჩრდილი მირჩევნია ჩემსას :D
ვუძღვნი ჩრდილს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|