| ავტორი: ელადა ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2015 |
კვირას გაჩნდიო მეტყოდა დედა, ბედნიერ დღეებს გპირდება ღმერთი, შენთვის ილოცებს ყველა წმინდანი. არ ჩამოგვარდეს თმის ღერი ერთი. მას შემდეგ ბევრი გავიდა წლები, ბევრი ოცნების გახუნდა ფერი, ბედნიერების გადასახედზეც, ბევრჯერ ვიდექი, დამტკბარვარ ცქერით... მადლობა უფალს, რაც მაქვს იმისთვის, შენ რომ მლოცავდი, ისმენდა ღმერთი, მე უშენობა მაკლია მარტო, ბედნიერი ვარ მითხარი ერთი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|