მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2015
იქნებ შესძლო და შენც ააშენო?!
მივუყვებოდი ფართო ბილიკებს
სიზმრიდან ცხადმა იწყო დინება
გავცდი ლოკალურ ჭორებს, ქილიკებს
აწმყომაც ჰპოვა გამოვლინება
აჩქარდა ტემპი მდორედ მავალი
შვიდი თვე შვიდ დღედ თენდებ-ღამდება
ცაზე მნათობნიც ამომავალნი
ერთურთს შესტრფიან, მუზაც ალდება.
სტროფები სტროფებს ლექსად მისდევენ
გრძნობაც იღვრება გრძნეულ ჰანგებად
წილ ბედს თავისას კაცნი ირჩევენ
და სწუწუნებენ შემდგომ განგებას.
დედამიწა კი ბრუნავს და ბრუნავს
მზისა თუ თავის ღერძის გარშემო
ადამიანო, ნაცვლად დანგრევის,
იქნებ შესძლო და შენც ააშენო?!
Z. K.
California 2015
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
1915-ში დაწერილს ჰგავს :)
1915-ში დაწერილს ჰგავს :)
jonatan livingstoni.
2015-07-13 15:46:14
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
07.09.2026 04:11:05
საიტის წევრს ნიკით:
ირინკა
ვულოცავთ დაბადების დღეს