ინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი.
ინგლისურის შესასწავლად შექმნა ჯგუფი "ბეცი", მოდას აყვნენ,ეწერება ჯგუფში ყველა მხეცი.
ფრინველებმაც კი ბარტყები მრავლად მოიყვანეს, ჩხიკვისთვის კი საჩუქრებად რა არ მოიტანეს:
ყვავილები, ჭია-ღუა, მატლები თუ სოკო, "ჩვენ შენ ნუგბარს არ მოგაკლებთ, მათ ასწავლე ოღონდ".
წუთს არ აცდენს მართლაც ჩხიკვი, ხმა ჩაუწყდა თითქმის, მერამდენედ იმეორებს თუ რა როგორ ითქმის.
დაფად თეთრი ლოდი ჰქონდა, ზედ ნახშირით წერდა, ყველას ჯობდა დაზუთხვაში თუთიყუში გერდა.
დათვის ბელიც ინგლისურად მალე აბურტყუნდა, ყვავსაც შვილი უცხოურად აამღეროს უნდა.
მგელი,მელა,ტურა, დათვი, შაშვი,მტრედი,ქორი, მონდომებით სწავლობს ყველა, ზარმაცია ღორი.
დაღრუჩუნებს;-რად მინდაო, მე ინგლისში წავალ? ამ ტყეში კი ქართულითაც ხომ იოლად გავალ?
ხან ურჩიეს,ხან დასცინეს, არაფერმა გაჭრა, ყველაფერი ეზარება ჭამის, ძილის გარდა .
ხო,და ღრუტუ, მაგ ტლაპოში იგორავებ მუდამ, უტვინო ხარ, ყველა ჭკვიანს სწავლა გულით უნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. )კაკაჩია მაგარია..) )კაკაჩია მაგარია..)
7.
Все хорошие книги сходны в одном, - когда вы дочитаете до конца, вам кажется, что все это случилось с вами, и так оно всегда при вас и останется: хорошее или плохое, восторги, печали и сожаления, люди и места, и какая была погода.
Хемингуей
თქვენ იგივე დაწერეთ ჩემზე გაკეთებულ რეცენზიაში, ამაზე უკეთესი შეფასება, არ არსებობს. :)

6. გმადლობთ, ყველას, ვინც შემოიხედეთ :) ნეფერტარ, განსაკუთრებით თქვენ. :) გმადლობთ, ყველას, ვინც შემოიხედეთ :) ნეფერტარ, განსაკუთრებით თქვენ. :)
5. ქალბატონო მანანა, არც კი ვიცოდი რეცენზია რომ დაგიწერიათ და გამოგიქვეყნებიათ ჩემს ნაწერზე, ასე რომ მოგეწონთთ და გიყვართ "ბედუინი." მოთმინებით რომ ელოდით როდის დავდებდი მომდევნო თავს,სკოლიდან დაღლილი რომ მოდიოდით და მაინც კითხულობდით.
დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და ასეთი დიდი პატივი დამდეთ და რეცენზია დაწერეთ ჩემზე.
"ბედუინს" გადამუშავება უნდა. ეს, რაც აქ დევს ასე ვთქვათ პირველი შავი ნაწერია. საერთოდ არ მიხლია ხელი. გაცილებით დახვეწილი გახდება და ბევრი რამ შეიცვლება. მოვიცლი სექტემბერში მაგისთვის. აუცილებლად გამოვცემ წიგნად.
პირველი ეგზემპლარი თქვენ გეკუთვნით.
პირადად ჩამოვალ, სადაც არ უნდა იყოთ, ჩემი ხელით მოგართმევთ წარწერით და მშვენიერ ეგვიპტურ საჩუქარსაც მოვაყოლებ პირადად თქვენთვის.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოთმინებისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან.
ჩემი პატივისცემა და უდიდესი მოკრძალება ღირსეულ ადამიანს და სახალხო მასწავლებელს... :)
ქალბატონო მანანა, არც კი ვიცოდი რეცენზია რომ დაგიწერიათ და გამოგიქვეყნებიათ ჩემს ნაწერზე, ასე რომ მოგეწონთთ და გიყვართ "ბედუინი." მოთმინებით რომ ელოდით როდის დავდებდი მომდევნო თავს,სკოლიდან დაღლილი რომ მოდიოდით და მაინც კითხულობდით.
დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და ასეთი დიდი პატივი დამდეთ და რეცენზია დაწერეთ ჩემზე.
"ბედუინს" გადამუშავება უნდა. ეს, რაც აქ დევს ასე ვთქვათ პირველი შავი ნაწერია. საერთოდ არ მიხლია ხელი. გაცილებით დახვეწილი გახდება და ბევრი რამ შეიცვლება. მოვიცლი სექტემბერში მაგისთვის. აუცილებლად გამოვცემ წიგნად.
პირველი ეგზემპლარი თქვენ გეკუთვნით.
პირადად ჩამოვალ, სადაც არ უნდა იყოთ, ჩემი ხელით მოგართმევთ წარწერით და მშვენიერ ეგვიპტურ საჩუქარსაც მოვაყოლებ პირადად თქვენთვის.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოთმინებისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან.
ჩემი პატივისცემა და უდიდესი მოკრძალება ღირსეულ ადამიანს და სახალხო მასწავლებელს... :)
4. უყურე შენ ტყეში რაები მომხდარა?...:-* უყურე შენ ტყეში რაები მომხდარა?...:-*
3. შევცვალე, ნ-ი-კ-ი, მადლობა :) შევცვალე, ნ-ი-კ-ი, მადლობა :)
2. მომეწონა, 5. :) მომეწონა, 5. :)
1. კარგია 5
"ჩხიკვისთვის კი სასაჩუქროდ " ხომ არ ჯობია "ჩხიკვისთვის კი საჩუქრებად" ? კარგია 5
"ჩხიკვისთვის კი სასაჩუქროდ " ხომ არ ჯობია "ჩხიკვისთვის კი საჩუქრებად" ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|