ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2015


ენდშპილი

ბედით, თუ ყოფით, თუ ეშმაკით ივსება
გზა, სივრცის დარაჯად ორთავა ქოფაკი -
და არა ქიმერა! - ცხადია ისედაც,
ყველაფერს ერთბაშად ამიტომ მოვაკლდი.

და თითქოს მზადა აქვს რუქაზე მარშრუტი:
მის ნებას, ვაი რომ ვეღარსად წაუვალ..
ასეა - ყველაფერს ერთბაშად დავუფრთხი
და ყოფა აიკლო მტკნარი ტბის ხმაურმა.

გული, თუ სული, თუ გონება - გაწყალდა,
ირგვლივ კი სიბნელე ეხვევა ჰორიზონტს.
მივყავარ ყველაფერს აქ ყოფნის გადაღმა,
ძალით, თუ ნებით, თუ სვე როგრც მოითხოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები