ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2015


რუტინა

როდესაც ჩემი მობილურის მაღვიძარამ ისტერიკული შიშით მამცნო გათენების შესახებ, ამ დროს პირიდან კბილის პასტიანი წყალი პირდაპირ მდინარეში ჩავაფურთხე. შემდეგ სარკეში შევათვალიერე ჩემი განვითარებადი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეკონომიკისავით დალაგებული კბილები და მისი სიქერე წინაპრებს დავაბრალე, ანუ დავმშვიდდი. აქ ონკანს დავწერ მაგრამ მაშინ კრანი დავკეტე და უფრო მკაფიოდ გავიგონე მაღივიძარის ტირილი, აშკარად არ უხაროდა გათენება. პირსახოცი შესაცვლელი რომ მქონდა წინა დილასაც გავივლე გონებაში სანამ სახეს გავიმშრალებდი მაგრამ გამშრალების თანავე დამავიწყდა, ამიტომ დღესაც ვიგრძენი მისი გაუხეშებული ზედაპირი და საკიდზე ჩამოვკიდე. აქ აბაზანას დავწერ მაგრამ როცა ვანიდან გამოვედი ჩაიდანი ორთქლავდა, კედლის საათი გაჩერებულიყო და ჩამოხრჩობილი დამნაშავესავით ეკიდა კედელზე, მაღვიძარა ისევ გათენებას განიცდიდა. ყავა ბანალურად დავისხი და ჩასაცმელად იმ ოთახში გავედი სადაც ჩემს ტანსაცმელს ემბრიონის ფორმაში ეძინა. შარვალში ძლივს გავუყარე მარჯვენა ფეხი და სანამ მარცხენას დავუპირე იგივე ამ დილაა ადრიან მისი ტოტების დამმვიწროვებლის კეთილებს ვესტუმრე. როგორც იქნა ჩავიცვი. მაღვიძარა გამოვრთე და ნელთბილი ყავით ქვედა ტუჩი დავისველე, მესიამოვნა. ჭიქის ნახევრამდე რომ ჩავიყვანე ეს ღვთიური სასმელი ფილტვებსაც ბანალურად მოვუკიდე და ფანჯარასთან მივედი. უინტერესო ამინდი იყო, არც ქარი იყო არც ღრუბელი, თოვლზე და წვიმაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, აზრადაც არ ქონდა გავლილი მსგავსი რამ. მზე იყო. ჩემი წინა კორპუსელი ქალი სარეცხს რომ ფენდა იმის მერე შევამჩნიე რაც შპილკა დედამიწაზე ჩაუვარდა და შეწუხებული აუff-ით არ მიიპყრო ჩემი ყურადღება, შემდგე სავარაუდოდ ნაღვლიანი სახით გაფინა ბოლო პირსახოცი და სახლში დამნაშავესავით შეიპარა. ყავაც დავლიე და მაისურის ძებნის წარმატებთ დასრულების შემდეგ სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე ისეთი როგორსაც მარშუტკის მძღოლი დამინახავდა სანამ ხელს ავუქნევდი. ჩვეულებრივ დავზვერე სახლი გამოსვლის წინ და ყველაფერი კარგადაას ფიქრში უკვე კარებიც გადავკეტე. ლიფტიც გამოვიძახე, მალევე მოვიდა, შესაწირი მოვიძიე საფულეში და ორმოცდაათ თეთრიანი რომ ვერ გავიმეტე, მიყუჩებული სადარბაზო კიბეზე ზოზინით ჩასვლით ავახმაურე. ისევ ლიფტზე ვფიქრობდი ჩემს ქვევითა სართულზე გაატარა ეტყობა მთელი თავისი თავისუფალი დრო, ალბათ ჩემი ქვედა მეზობელი დაბრუნდა ყველაზეთა ყველაზე გვიან სახლში, სავარაუდოდ ცოლიც ეჩხუბებოდა, თუმცა ასე რატომ ვიფიქრე ეხლა არ ვიცი, შეიძლება საერთოდ არ ყავდა ცოლი. ან საერთოდ არ იყო კაცი, რას გაიგებ. მოკლედ დილაადრიან დავტვირთვე ჩემი გონების ერთიმესამედი არაფრის მომტანი ფიქრიებით და როცა მაღაზიაში ღამეგათენებულ გამყიდველს სიგარეტი და ერთჯერადი ყავა მოვთხოვე მიბლეტილი თვალებით ამომხედა და მომახსენა რომ ლურჯი არ აქვს. წითელი ვიყიდე. ეს ცუდ დასაწყისს ნიშნავდა, მაგრამ რომელი იყო დღის დასაწყისი უკვე აღარ ვიცოდი იმდენი რა მოხდა უკვე. უკვე გზაზე ვიდექი და ვოცნებობდი მოსულიყო მარშუტკა, თანაც მოსულიყო ისე, ერთი ადგილი რომ მაინც ქონოდა თავისუფალი თანაც ღია ფანჯრით, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებად დარჩა, მისი საქარე მინიდან ორი მძღოლი მიყურებდა. რათქმაუნდა მეორე მძღოლმა ადგილი „დამითმო“ და ამატარა. მსგავს რეალობაში მძღოლის გვერძე ჩასასვლელ კარებში დგომა ხომ ფუფუნებაა და ამ ზეამაღლებულ გრძნობას ადამიანები ნაკლებად თმობენ. მოკლედ ჩვეულებრივ თავისი უკვე გაცვეთილი დღის წესრიგით და საბურავებით მომიყვანა იმ ხიდამდე სადაც უნდა მომეკრიბა ძალა და დამეძახა - ხიდზე რომ გადახვალ გააჩერე. სამსახურშიც კიბეები ზოზინით ჩავიარე და ჩემი უფროსის გეგმის მიხედვით, სამუშაო დრომაც დათვლა დაიწყო. თუმცა ეს მხოლოდ გეგმის მიხედვით იყო მე ვიყავი სამსახურში იმ სახაზავივით გამოუსადეგარი რომელსაც მილიმეტრების მაჩვენებელი ხმარებისგან გასცვეთოდა. თუმცა მე ამ სახაზავივით ჩემს ადგილს ვირგებდი და ილუზიას ვუქმნიდი ჩემს ზემდგომს თავის შემდგომ გეგმებზე ეფიქრა.
დღეს ხელფასის დღეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები