ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2015


ფრიდრიხ შილ ერს!

"ის ტრფობის ჯილდოს ვერასოდეს დაიმსახურებს,
ვისაც არ სძალუძს რომ დაიცვას მშვენიერება!"
მშვიდობა კაცში მხოლოდ მაშინ დაისადგურებს,
როცა აავსებს სულს სიკეთით ბედნიერება!

სხვა ყველაფერი ამაოა და წარმავალი
ფუჭია ტანჯვა, გასტუმრებაც ძველი ვალების
თუ არ იწამე ერთადერთი გზა-მომავალი
მარადიულ სიცოცხლეში გარდაცვალების!

გმადლობ, უფალო, რომ მოგვეცი ესე ქვეყანა
უთვალავ ფერთა და ხელიხელ საგოგმანები
იქნება შევძლოთ ამ მიწაზეც ვიყოთ შენთანა
შეცდომილ შვილთაც აგვეხილოს იქნებ თვალები!

და რაც დრო გადის, უფრო მინდება
სულ შენთან ყოფნა, უფრო სულ ახლოს
ტრფობა არასდროს არ მომწყინდება
და არც არაფერს ვეძებ უნაკლოს!

ვტკბები და ვუმზერ დროის კიბიდან
მსურს ვეზიარო მშვენიერებას
დიდი ხანია ჩემი ლიბიდო
გასცდა ყოფიერ სექსიერებას!

Z. K.
California 2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს