 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 აგვისტო, 2015 |
(შესავლის მაგიერ: არ ვიცი რამ დამაწერინა... არ ვიცი როგორია... რასაც ვგრძნობდი და ვგრძნობ, ის დავწერე... უბრალოდ, გული მტკივა, მტკივა და ტკივილმა დამაწერინა... და თუ ისეთია, თქვენც რომ გატკენთ,ხომ კარგი, თუ არადა... უბრალოდ, რთულია, მძიმეა და ტკივილზეც მეტი) .................................. ჩემი ქვეყანა ისე დაღლილია, როგორც დღის ბოლოს კახპა ქალი. ათასი ჯურის მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ პატივს არავინ სცემს... და როგორც თევზის ფხა, კისერში ისე ეჩხირება ყალბი ალერსი... განა არ იცის ან ვერ ხვდება, რომ ატყუებენ, რომ მხოლოდ ვნებას იკლავენ მასთან... და მაინც... მაინც, ყოველდღიურად იღებს კლიენტებს ათასი ჯურის, სხვადასხვა მრწამსის, კანის ფერის, შეხედულების და რაღაც დროის მანძილზე ხვდება, რომ სიფილისი აიკიდა ან გონორეა... რომ არაფერი ეშველება, რომ დაავადდა, რომ მძიმე არის ასე ყოფნა, ყოფნა უაზროდ, რომ უნდა თავი დააღწიოს, გათავისუფლდეს, რომ ერთხელ მაინც უთხრას უარი რაგინდარა მომხმარებელს, კლიენტს, პატრონებს... რომ ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც, რომ ერთხელ მაინც... მაგრამ ვერა, ვერ, ჰო, ვერ ამბობს, ყელში ეჩხირება სიტყვაც და პროტესტიც ან მიეჩვია და სულერთია ვისთან ითენებს ერთფეროვან ნაცრისფერ დილას, თუნდაც მზიანს, მაინც ნაცრისფერს... და ისევ ისე აგრძელებს ყოფას გონორეათუსიფილისაკიდებული... ჩემი ქვეყანა იმ კახპა ქალს ჰგავს, დაღლილი რომაა და კლიენტს მაინც ღიმილით ხვდება... ......................................................................................... მაჯა მიჩერდება შენი შემხედვარე, ცრემლმა ჩემ ლოყებზე ღარი გააჩინა... გული საგულედან ლამის ამოვარდეს, გული უგულობამ ისე შეაშინა... ჩადექ, საგულესა, გულო, არ შეშინდე, არც ისე საწყლები ვართ, არც ხელჩაქნეულნი, ყინჩად მიმოვდივართ ისევ ბეწვის ხიდზე, და არც ნაბიჯები დაგვაქვს არეული. ჩადექ საგულესა, თავი დაიმშვიდე, იმედს ნუ დაკარგავ ხვალის და მომავლის, არც ისე წასულია გულო, ჩვენი საქმე, ვეფხვებთან მეომარ მოყმეს ისევ გაზრდის - დღეს კახპა ქალივით სხეულგაყიდული ეს ჩვენი სამშობლო, დღეს ასე დაღლილი, ახლა სიყალბეა ყველა ნარატივი, გულო, ჩვენ შემოვრჩით ცხოვრებას ნამდვილი!!! ჩადექ საგულესა, გულო, არ შეშინდე!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არა, არ მესმის. არა, არ მესმის.
5. ენციკლოპედიაში ჩაიხედეთ? :))
"ლუტეცია, შენ გახარებას, მითხარი ამ ნაწერში ქსენოფობიური რა დაინახე? ოღონდ გულწრფელად..." პასუხი: ყველაფერი. ენციკლოპედიაში ჩაიხედეთ? :))
"ლუტეცია, შენ გახარებას, მითხარი ამ ნაწერში ქსენოფობიური რა დაინახე? ოღონდ გულწრფელად..." პასუხი: ყველაფერი.
4. ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,შიშს უცხოელის მიმართ“. ეს არის შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარ განსჯებით ხასიათდება. ეს შიში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. - ლუტეცია, შენ გახარებას, მითხარი ამ ნაწერში ქსენოფობიური რა დაინახე? ოღონდ გულწრფელად... მაგდალენა... მეტისმეტად მწარეა, ხო? შენ როგორ ფიქრობ, მე არ მესმის, რომ მწარეა? მაგრამ სწორედაც ასეა... და დიახაც, ლამისაა ვენერიული დაავადებები აგვეკიდოს... ოღონდ ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა აღარც პირდაპირ გვაკლია ქართველებს სნეულებები... სულის გინდა თუ სხეულის. მე კამათს არ ვაპირებ... დღეს მე ასე ვხედავ ჩემ სამშობლოს, თუმცა ზუსტად ვიცი, ხვალ ასე აღარ იქნება. რაც შეეხება ქსენოფობიას, ლუტეციამ მგონი ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის და აქ მოვიყვანე რასაც ნიშნავს, ჰოდა, იხილოს :) მე წავედი ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,შიშს უცხოელის მიმართ“. ეს არის შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარ განსჯებით ხასიათდება. ეს შიში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. - ლუტეცია, შენ გახარებას, მითხარი ამ ნაწერში ქსენოფობიური რა დაინახე? ოღონდ გულწრფელად... მაგდალენა... მეტისმეტად მწარეა, ხო? შენ როგორ ფიქრობ, მე არ მესმის, რომ მწარეა? მაგრამ სწორედაც ასეა... და დიახაც, ლამისაა ვენერიული დაავადებები აგვეკიდოს... ოღონდ ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა აღარც პირდაპირ გვაკლია ქართველებს სნეულებები... სულის გინდა თუ სხეულის. მე კამათს არ ვაპირებ... დღეს მე ასე ვხედავ ჩემ სამშობლოს, თუმცა ზუსტად ვიცი, ხვალ ასე აღარ იქნება. რაც შეეხება ქსენოფობიას, ლუტეციამ მგონი ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის და აქ მოვიყვანე რასაც ნიშნავს, ჰოდა, იხილოს :) მე წავედი
2. საშინლად ქსენოფობიური ნაწერია. საშინლად ქსენოფობიური ნაწერია.
1. მესმის, მაგრამ...ვერა, ნიაკო, და არა მარტო, ვენერიული დაავადებების გამო.
მესმის, მაგრამ...ვერა, ნიაკო, და არა მარტო, ვენერიული დაავადებების გამო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|