 | ავტორი: ხატუსი ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2015 |
ჩვენთვის მოვიფიქრე მხარე, იქვე ავიშენებთ ბინას, ზურმუხტ მთების ძირას,სადმე, სადაც ლურჯთვალა ტბას სძინავს. სადაც მზე პაწია სხივებს, დაწნულ კალათებით გზავნის, რომლის მოოქროვილ ციმციმს ფუნჯიც ვერ დახატავს მხატვრის. სადაც დევებივით ხეებს ქარი აუწეწავს ფოთლებს, ტყის და ნაკადულის სუნთქვა ცელქად გადაუვლის ბორცვებს. ირგვლივ სახლს ეკვრება ბაღი, უცხო ყვავილებით ეზო, ჩემი საყვარელი ვარდი, იქვე ბუდე ერთი ბეწო. სანამ თავმოტვლეპილ ბილიკს ნელა გამოყვები ჩემსკენ, ტყის გულს გავაქროლებ შიკრიკს, ვუხმობ ფერიებს და ელფებს. ქარის ჩურჩულივით მოვლენ, მოვრთავთ სახლის კუნჭულ-კუთხეს, ერთი გიჟმაჟუნა ელფი ზღაპრულს მიმოაბნევს სურნელს. მერე ჩამოდგება ღამე, მთვარე აივანზე მოთოვს, თანავარსკვლავედი დათვის ცაზე აბრდღვიალებს კოცონს. თბილად მომღიმარო,ჩემო, ნაბიჯს ყურს დავუგდებ შენსას, მთის და შენი თმების სურნელს ვეღარ გავექცევი ვერსად. ფრთხილად ჩაგეკვრები მკერდში, ტუჩებს დაგინამავს ღამე, სუნთქვას აგიჩქარებს სიო, ნისლი დაგიბინდავს თვალებს... თურმე ასე იცის თავზე ბურუსწამოცმულმა მთებმა, თურმე ასე იცის ტკბილმა, გიჟმა სიყვარულმა ჩვენმა ! :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გაფიცებთ ყველაფერს ეს სმაილები მოაშორეთ ნაწერებს.. ტენდენციაა რამე ახალი? ლიტ. საიტია თუ ფბ სტატუსი? არ უხდება.. ნაწერი ისედაც სუსტია. სურვილები კი აგსრულებოდეს)) წარმატებები გაფიცებთ ყველაფერს ეს სმაილები მოაშორეთ ნაწერებს.. ტენდენციაა რამე ახალი? ლიტ. საიტია თუ ფბ სტატუსი? არ უხდება.. ნაწერი ისედაც სუსტია. სურვილები კი აგსრულებოდეს)) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|