ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ამონაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2015


* * *

დაუშვა ცხოვრების მჭედელმა ფარდები,
შეღება გლოვისფრად გამკრთალი სინათლე
გვამების დამჭკნარი ხელების ძარღვები
სიცოცხლეს არ თმობენ და ლურჯად ელავენ.
გაშალეს მტრედებმა მზისფერი ოცნება,
ატეხეს წყვილ-წყვილად განგაშის ზარები
რასიომონის კარიბჭის ყაჩაღი
კვლავ დააბიჯებს ფერმკრთალი გვამებში.
ებრძვიან ჰომეროსს ზოილეს მიწაზე,
სისხლს ყინავს ბაყაყის ყიყინი ძარღვებში
დადიან დედები მწუხარე ხავერდით,
თავზეწაკრული მცინარე თვალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები