ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2015


წერილი მას

    /ერთ დღესაც ისე ავშლი ბანაკს და ავიკეცავ ნაფეხურებსაც/
                  შენი გამოგზავნილი წერილიდან

უკვე წავშალე ყველა წერილი
დღისაც და ღამის.
მტკენდნენ
მიწვავდნენ გულსა და მუცელს
ცვიოდა დარდი
თვალების ხარკი.
უკვე  ავშალე ჩემი კარავი
მოვასუფთავე ნაფეხურები
ავკეცე ცამდის...
ვეღარ მიპოვი
ვერსად მნახავ
თუმცა  ატყვია ცრემლი უპესაც
თვალების ხარკი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები