ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2015


"უბრალოდ ჩემს მამულს "

ცაზე მთვარე მარტოა, განდეგილი ბერივით,
"უქვეცეთო" ღრუბლები თითქოს წვიმას აპირებს,
"მე - ნაცარქექიასავით და ბაბუა - დევივით",
მივუყვებით ცხენისწყლის, ხუთკუნჭულა ნაპირებს,
და ვიხსენებ როდესაც შოთის რიგში ვიცდიდი,
პირველს მე რომ მეჭამა ბებოს სიტყვით ვთაფლავდი,
ჩემს ბავშვობას როდესაც აკიდოებს ვითვლიდი,
როცა ჩვენი მსხლის ძირას ჰამაკს ბაწრით ვაბავდი,
პაპაჩემის თოფიც ჩვენ რომ სხვენზე გვიგდია,
დავაჭექე იმ დღეს და ცას ააწყდა ღილივით,
ის ორთვალა საწოლი, ობლად შინ რომ გვიდგია,
ბაბუ მასზე ისვენებს პირმცინარი ღიმილით,
ბები თონის ფიჩხებთან ისევ ხელებს ითბობდა,
კვამლი კიდევ ცის კიდის მიჰყვებოდა ნიაღვარს,
გამომწვარი ბუხარი მე რომ ხელებს მითბობდა,
სასიმინდე რომელიც ტონა სიმინდს ინახავს,
შემოდგომა უბეში გამხმარ ფოთლებს მალავდა,
და ორპირი წვიმა მადნებოდა ხელებზე,
თან ვიხსნებ ჩვენს თონეს, ცის კიდეს რომ ალავდა,
თუ როგორ გავიზარდე მე ბებიას კვერებზე,
წლები სწაფად გაფრინდა მე კი აღარ მეცალა,
ახლა ვეღარ ვიცანი ირგვლივ მთლად ყველაფერი,
შეიცვალა დროება, წლებმა ყველა შეცვალა,
ძველებური არ დარჩა თითქმის აღარაფერი,
სასიმინდე დაინგრა გდია გარინდებულად,
რაღაც სულის ნაწილი მაინც მისკენ მიზიდავს,
არც ბებია აღარ აცხობს კვერებს უწინდებურად,
და არც ჰამაკს აღარ ვაბამ ჩვენი დიდი მსხლის ძირას,
მხოლოდ ბებო დარჩა მიტოვებულ სოფელში,
და ჭიშკრიდან ჭიშკრამდეც აღარ აგვიანდება,
აღარ არის შოთის პური გახურებულ თონეში,
ბებო უკვე მოტეხილა ! ძლივსღა დაიარება,
თვალზე ცრემლი ლოდივით გაყინული მიდგია,
მზე კი სხივებს ირეკლავს, პაპას ომის მედლიდან
და ორთვალა საწოლი, ობლად შინ რომ გვიდგია,
მიაშტერდა ბაბუს სურათს, გადმოშვერილს კედლიდან,
ეს ადგილი არასდროს მე არ დამავიწყდება,
ჩემი სულის ნაწილი, ჩემთან ერთად გადარჩა,
წლები სწრაფად გადის, მე კი არ მავიწყდება,
ისევ ბოლოს გიამბობთ გონებაში რაც დამრჩა,
ცაზე მთვარე მარტოა, განდეგილი ბერივით,
"უქვეცეთო" ღრუბლები თითქოს წვიმას აპირებს,
"მე - ნაცარქექიასავით და ბაბუა - დევივით"
მივუყვებით ცხენისწყლის, ხუთკუნჭულა ნაპირებს !.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები