 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 აგვისტო, 2015 |
მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ „პირველად იყო სიტყვა“, შესაბამისად, ცხადია (უფრო, იმედია), ყველა ვხვდებით, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. აქ კარგი იქნება სულხან-საბას იგავ-არაკს „ენით დაკოდილს“ თუ გავიხსენებთ და ჩვენი გონებიდან ისიც ამოტივტივდება, რომ ცულით დაკოდილი თავი მთელდება, ენით დაკოდილი გული კი - არა. სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ბიბლიურადაც განმტკიცებულია არაერთი მაგალითით და უმთავრესი მაინც ქრისტეს ანდერძია: იყვარებოდეთ ურთიერთას... თუმცა სიღრმეებში წასვლა არ გვინდა. აქ მთავარი იმის გარკვევაა რას ნიშნავს პოეზია და საერთოდ, ხელოვნება, უფრო დაწვრილმანებით, ლიტერატურა და თან ღირებული, გემოვნებიანი ლიტერატურა. პოეზია ჩემი ღრმა რწმენით (და რაც დრო გადის, ეს რწმენა უფრო მიმტკიცდება), არაა მხოლოდ გარითმული სტრიქონები, ანუ ფორმა აქ არაფერ შუაშია. სავალალო ისაა, რომ დღესაც კი, 21-ე საუკუნის აჩქარებულ რიტმსა და რეჟიმში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ლექსში ფორმაა მთავარი, არადა, ცხადია ასე არაა. პოეზია შეიძლება იყოს თუნდაც ერთი წინადადებაც კი, ერთი ფრაზაც, მაგალითად: „ის მხოლოდ საკუთარი ბედნიერებით იყო ბედნიერი“... დიახ, ეს პოეზიაა... საკუთარი ბედნიერებით ბედნიერება უკვე არის ლექსი, დასრულებული ლექსი... და ასეთ ფრაზებს, ლექსად თქმულ ფრაზებს არ სჭირდება განმარტებები, ახსნები... საერთოდაც, ნამდვილი ლიტერატურაც (ხელოვნებაც) სწორედ ისაა, როცა შემოქმედი საფიქრალს გიტოვებს, ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, ყველა კარტს არ გიხსნის და დაღეჭილი ლუკმასავით არ გაწვდის მთავარს, არამედ მთავარი დაფარულია და კეთილი უნდა ინებო და მიხვდე, ანუ ჭეშმარიტი შემოქმედება ერთგვარად ნდობაცაა შემოქმედსა და მკითხველს-მსენელს-მაყურებელს შორის. დაფარულ მთავარზე ეკზიუპერი გამახსენდა: „მთავარს თვალებით ვერ დაინახავ“, მთავარი უნდა იგრძნო... ანუ აღქმაშია მთელი ფილოსოფია, წაკითხულის, ნანახის, მოსმენილის აღქმაში და თუ სწორად ვერ აღიქვი რაიმე, აქ პრობლემა შემქმნელში კი არაა, არამედ შენში, ანუ მკითხველში, რაკი ამჟამად პოეზიაზე ვსაუბრობთ (სხვა შემთხვევაში: მაყურებელსა და მსმენელში). გემოვნების საკითხიცაა, თუმცა, რაც ჭეშმარიტია, ერთნაირად მოსწონს ერსაც და ბერსაც... შესაძლოა, ამბიციური დილეტანტის გემოვნებას „ვერ აკმაყოფილებდეს“ ნამდვილი ლიტერატურა, რადგან აქ ხელშემშლელი ფაქტორი ამბიცია იყოს, მაგრამ ამგვარი ადამიანიც კი, როცა მარტო რჩება, ჭეშმარიტების ხიბლს ვერ გაურბის. ზუსტად ისე, როგორც სალიერი აღიარებდა მოცარტის უდიდეს ნიჭს, მიუხედავად შურისა და მისადმი დაუოკებელი სიძულვილისა... რა არის პოეზია... ეს უფრო მეტია, ვიდრე რითმები, წესები, კონვენცია ან ვერლიბრი... პოეზია - ეს არის რიტმი, პულსაცია, ცხოვრება... შექმნა - ეს არის ამოსუნთქვა, გათავისუფლება, ან როგორც გურამ რჩეულიშვილი წერდა, „ვნების სიმძაფრე“... შექმნა რაღაცით ჰგავს ვულკანის ამოფრქვევას, პროცესი კი იმდენად სასიამოვნოა, რომ შედეგზე არც ფიქრობ. შედეგი პროცესშივე იგულისხმება, ისევე, როგორც ფორმა. პოეზია არ არის გარითმული სიტყვები: ბზრიალი-ტრიალი; დამებედა - გაგებედა, სული - გული - გაზაფხული და ასე შემდეგ... პოეზიას ვერ დაუდგენ ნორმებს, წესებს, ჩარჩოებს. „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“ - და ყველაფერი ძალიან ნათელია, ძალიან ცხადი. აქ არაფერი საჭიროებს ახსნას, ანუ პოეზიაში თითოეული სიტყვა იმდენად ზუსტად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ასახსნელი არაფერი უნდა ჰქონდეს პოეტს, მკითხველს უნდა ენდოს. ზემოთაც ვთქვი, შემოქმედება ნდობაა-მეთქი და ასეცაა. ოღონდაც ეს ნდობა უნდა გაამართლო. რა არის პოეზია? არც სიტყვების უაზრო ბრახა-ბრუხია; არც უადგილოდ კავშირების თუ სასვენი ნიშნების გამოყენება და არც პირვეკლასელის დონის რითმები. პოეზია ყველაფერ მიწიერზე ამაღლებულია, თუმცა თავიდან ბოლომდე მიწიერია... რთულია გასაგებად, მაგრამ მარტივიცაა, ზუსტად ისე, როგორც მზის ამოსვლაა ხოლმე... „ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა“ - აი, ესაა პოეზია... „და როცა ქარი მიკოცნის მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე“ - ესეც... და მეტად შორს აღარ წავალ... მხოლოდ ერთს დავძენ და დავასრულებ: ჭეშმარიტება ძიებაშია. უნდა ეძებო. ეძებო ის მთავარი სიტყვაც, ძარღვიც, იდეაც, ფორმაც, რომელიც ქმნის ხელოვნებას, პოეზიას. ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს ახლებურად ნათქვამი, ახლებურად გააზრებული, მხოლოდ შენ სულისმიერ პრიზმაში გატარებული და გარდატეხილი. ახალ ველოსიპედს ვერავინ გამოვიგონებთ, ვერც „ვეფხისტყაოსანს“ დავწერთ და ვერც „სულიკოს“, მაგრამ ის, რაც ითქვა, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ, მხოლოდ ჩვენეულად, ჩვენებურად, ახალი ხედით, ახალი შეგრძნებით, ახალი სახეებით. ყველა ბოთლში ერთნაირი ჯინია გამომწყვდეული, გააჩნია როგორ, რა ხერხით გაათავისუფლებ მას. და კიდევ, თუ გინდა იყო მართალი და ენდო, კეთილი უნდა ინებო და უპირველეს ყოვლისა, პატივი სცე იმ ენას, რომელზედაც წერ. პატივი სცე ყველანაირი გაგებით, რადგან „გრამატიკა ღვთაებრივ ქართულის არის პოეზია!!!“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. პოეზიაზე და ასეთი ტონით?
მართლა ფიცხები ყოფილან გურული ქალები. პოეზიაზე და ასეთი ტონით?
მართლა ფიცხები ყოფილან გურული ქალები.
9. ნაჩქარევი ნაწერია. ცხელ გულზე დაწერილი. :) ამიტომ ამომწურავად ვერ ამბობს თავის სათქმელს. ნაჩქარევი ნაწერია. ცხელ გულზე დაწერილი. :) ამიტომ ამომწურავად ვერ ამბობს თავის სათქმელს.
8. ნია-კო.
გახსოვს ერთხელ გითხარი სანამ დრო გაქვს წინა კარიდან გადი, თორემ მერე იქნებ უკანა კარიდან გასვლა ინატრო - მეთქი? გახსოვს, ეს როგორ ცუდად მიიღო ზოგიერთმა ადამიანმა? მერე მათ მე ავუხსენი რომ ეს ცუდი ტონი კი არა ერთგვარი გაფრთხილება იყო, ისე როგორც გვაფრთხილებს საგზაო ნიშანი "სდექ", რომ სანამ გზას გავაგრძელებდეთ შევჩერდეთ, რადგან თუ სწრაფად გავალთ მთავარ გზაზე შეიძლება ავარიაში მოვყვეთ, მერე კი გაგვახსენდება ის ნიშანი "სდექ" ასე რომ გვთხოვდა შევჩერებულიყავით ჩვენდა სასიკეთოთ, მეს შენდა სასიკეთოდ გთხოვე შეჩერება და დაფიქრება. ახლა კი მიხარია რომ მომისმინე და მიდიხარ, ნუ როგორც ამბობ მიდიხარ, ამ ხნის მაძნილზე კი ბევრი იფიქრე რა გითხარი მე და რისთვის გითხარი.
რაც შეეხება ლერიას და ლერიეს, რაც არ უნდა კნინობით ფორმაში ატრიალო ჩემი სახელი ამით მხოლოდ შენს უსუსურობას დაამტკიცებ და მეტი არაფერი. რჩვა იყავი მომთმენი, მე ნუ მომბაძავ....
რაც შეეხება "ბრტყელ-ბრტყელ უაზრო სიტყვებს", მემგონი კომენტარ ნომერ 6_ში არაფერი წერია ბრტყელი, მით უმეტეს უაზრო...
ნიკის ერთხელ მე რომ ვუთხარი საიტის შესახებ ჩემი მოსაზრება, განმიმარტა საიტის არსი და მომიწოდა სიმშვიდისკენ, მეც დავიჯერე და ახლა როცა შენ მას მიმართავ და ეუბნები: "ნიკი, რატომ დანაგვიანდა ეს საიტი ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენი ცნობიერება???" ველოდები რომ შენც მსგავს რამეს გეტყვის რაც მე მითხრა...
ჩვენი აზრებიც გემოვნების საკითხია და ვინც წაიკითხავს დასკვნასაც გააკეთებს, ჩვენი დახმარების გარეშე...
თუ წასვლა გინდა წადი, არც არავინ დაგიშლის, მაგრამ შენი განცხადება: "მე წავედი აქედან. აქ აღარ მოვბრუნდები. მართლა... არ მინდა აქაურობა შემძულდეს... " იმითაა მხოლოდ განპირობებული რომ შენ გინდა ვინმემ კომენტარებში დაგიწეროს "არ წახვიდე ნია-კო, დარჩი" ... გინდა რომ ხალხი გემუდარებოდეს, დარჩენას გთხოვდეს...
მე კი მხოლოდ იმიტომ მიხარია შენი ეს გადაწყვეტილება, რომ ვიცი მალე მობრუნდები და თან გაცილებით ჩამოყალიბებული აზრებში.
უკან დახევა ყოველთვის როდია სიმხდალის მანიშნებელი, ხოლო წინსვლა ძშირად სიბრიყვესაც უდრის :))
ეს არის ნიაკო ის თავისუფლება რაზეც გესაუბრებოდი, როცა მეც გამოვთქვამ საკუთარ აზრს და ის არ მოგწონს სწორედ, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად გიხსნი ყველაფერს... ჩემი მოსვლაც ამიტომ არ მოგწონს, რადგან აქამდე არავინ უპირისპირდებოდა შენს აზრებს ისე როგორც მე... მე ვიყენებ ჩემს უფლებას დავრჩე... ნია-კო.
გახსოვს ერთხელ გითხარი სანამ დრო გაქვს წინა კარიდან გადი, თორემ მერე იქნებ უკანა კარიდან გასვლა ინატრო - მეთქი? გახსოვს, ეს როგორ ცუდად მიიღო ზოგიერთმა ადამიანმა? მერე მათ მე ავუხსენი რომ ეს ცუდი ტონი კი არა ერთგვარი გაფრთხილება იყო, ისე როგორც გვაფრთხილებს საგზაო ნიშანი "სდექ", რომ სანამ გზას გავაგრძელებდეთ შევჩერდეთ, რადგან თუ სწრაფად გავალთ მთავარ გზაზე შეიძლება ავარიაში მოვყვეთ, მერე კი გაგვახსენდება ის ნიშანი "სდექ" ასე რომ გვთხოვდა შევჩერებულიყავით ჩვენდა სასიკეთოთ, მეს შენდა სასიკეთოდ გთხოვე შეჩერება და დაფიქრება. ახლა კი მიხარია რომ მომისმინე და მიდიხარ, ნუ როგორც ამბობ მიდიხარ, ამ ხნის მაძნილზე კი ბევრი იფიქრე რა გითხარი მე და რისთვის გითხარი.
რაც შეეხება ლერიას და ლერიეს, რაც არ უნდა კნინობით ფორმაში ატრიალო ჩემი სახელი ამით მხოლოდ შენს უსუსურობას დაამტკიცებ და მეტი არაფერი. რჩვა იყავი მომთმენი, მე ნუ მომბაძავ....
რაც შეეხება "ბრტყელ-ბრტყელ უაზრო სიტყვებს", მემგონი კომენტარ ნომერ 6_ში არაფერი წერია ბრტყელი, მით უმეტეს უაზრო...
ნიკის ერთხელ მე რომ ვუთხარი საიტის შესახებ ჩემი მოსაზრება, განმიმარტა საიტის არსი და მომიწოდა სიმშვიდისკენ, მეც დავიჯერე და ახლა როცა შენ მას მიმართავ და ეუბნები: "ნიკი, რატომ დანაგვიანდა ეს საიტი ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენი ცნობიერება???" ველოდები რომ შენც მსგავს რამეს გეტყვის რაც მე მითხრა...
ჩვენი აზრებიც გემოვნების საკითხია და ვინც წაიკითხავს დასკვნასაც გააკეთებს, ჩვენი დახმარების გარეშე...
თუ წასვლა გინდა წადი, არც არავინ დაგიშლის, მაგრამ შენი განცხადება: "მე წავედი აქედან. აქ აღარ მოვბრუნდები. მართლა... არ მინდა აქაურობა შემძულდეს... " იმითაა მხოლოდ განპირობებული რომ შენ გინდა ვინმემ კომენტარებში დაგიწეროს "არ წახვიდე ნია-კო, დარჩი" ... გინდა რომ ხალხი გემუდარებოდეს, დარჩენას გთხოვდეს...
მე კი მხოლოდ იმიტომ მიხარია შენი ეს გადაწყვეტილება, რომ ვიცი მალე მობრუნდები და თან გაცილებით ჩამოყალიბებული აზრებში.
უკან დახევა ყოველთვის როდია სიმხდალის მანიშნებელი, ხოლო წინსვლა ძშირად სიბრიყვესაც უდრის :))
ეს არის ნიაკო ის თავისუფლება რაზეც გესაუბრებოდი, როცა მეც გამოვთქვამ საკუთარ აზრს და ის არ მოგწონს სწორედ, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად გიხსნი ყველაფერს... ჩემი მოსვლაც ამიტომ არ მოგწონს, რადგან აქამდე არავინ უპირისპირდებოდა შენს აზრებს ისე როგორც მე... მე ვიყენებ ჩემს უფლებას დავრჩე...
7. რა გქვია, ლერი მგონი ხო? ჰოდა, ლერი, მომისმინე: მე ვიცნობდი და ვიცნობ ერთ ბიჭს, რომელიც აზროვნებაში შენ გგავს. მხოლოდ იმას ხედავს სიტყვებში ან სტროფებში ან მათ მიღმა, რისი დანახვაც მას სურს და როგორც ჩანს, მასავით ძალიან ღარიბი თვალსაწიერი გაქვს... გული იმაზე მწყდება, რომ აქაურობა მდარე ხარისხის ლიტერატურით გადავსებულა. ძველ სახეებს ვერ ვხედავ. ვერ ვკითხულობ ან ძალიან იშვიათად ვკითხულობ აქ როის, ნიკას, გიორგი არაბიძეს, გიო არაბულს, თეას, ლიკანას, ვაჟა ხორნაულს, ნათია პაპიძეს, ჩემ ბათუმელ ბიჭებს, ვერც ახალაიას ვხედავ და ვერც ჭელიძეს... სამაგიეროდ რა დამხვდა, იმ სამი თუ ოთხი დღის მანძილზე, რაც აქ შემოვედი... საშინელი დეგრადაცია გემოვნების, აქა-ია გამონათებები მხოლოდ, აქა-იქ ძველი სახელები და სამაგიეროდ, ისეთი მდარე ლიტერატურა, რომ... როგორ არ მეტკინოს გული, როგორ არ დამწყდეს, როცა აქ საოცარ პოეზიას ვკითხულობდი ხოლმე და მერე ვტიროდი კიდეც... რა დაგვემართა? ზურა სალუქვაძის დონის პოეტებით რატომ გაივსო ეს ქვეყანა. გადავიკითხე ამ ლერია თუ ბრაზის ლექსები ერთ-ერთ სოციალურ საიტზე და... ასე ჩემი ილიკო ამბობს ლექსებს, გადაკეთებულად :) არ ვხუმრობ... უბრალოდ, გული მტკივა... გემოვნების დეგრადაცია გვჭირს. გამოხტება მერე ისევ აი, ამ ლერისნაირი ვიღაც და ბრტყელ-ბრტყელი, უაზრო სიტყვებით თავზე ლაფის დასხმას დაგიპირებს. ის კი არ იცის და არცაა საჭირო, რომ იცოდეს, რომ ერთი ცხოვრება უკვე გალიე, რომ შენი ერთი წელი, მისი მთელი ცხოვრების ტოლფასია, იმდენი გამოსცადე და სულ ფეხზე გკიდია ამ ლერის აზრიც და მისი საცოდავი ლექსებიც და მხოლოდ იმიტომ წერ, რომ გინდა ხავსს მოეჭიდო,.. ნიკი, რატომ დანაგვიანდა ეს საიტი ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენი ცნობიერება??? მე წავედი აქედან. აქ აღარ მოვბრუნდები. მართლა... არ მინდა აქაურობა შემძულდეს... მიყვარს აქაურობა. მეტისმეტად ბევრია ჩემთვის და ვიღაც არარაობებისთვის აქაურობას ვერ შევიძულებ, ამიტომ ისევ წავალ. "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო"... ამ კრიტიკას კი არ წავშლი... რადგან... კრავაი, კიდევ კარგი, რომ ხართ :) წავედი. მშვიდობით, ურაკო, ისევ კარგა ხნით. არ ღირს მოცდენა აქაურობისთვის. იკითხონ ლერებმა და კიდევ თეა თეაკოებმა თუ თაკოებმა ერთმანეთის თითიდან გამოწოვილი ლექსები სიტყვების ბრახაბრუხით სავსე და უკრან ერთმანეთს ტაში. ამ ბაკქანალიას მე ვერ დავესწრები... ნიკი, იმედია, გამოსწორდება აქაურობა :) რა გქვია, ლერი მგონი ხო? ჰოდა, ლერი, მომისმინე: მე ვიცნობდი და ვიცნობ ერთ ბიჭს, რომელიც აზროვნებაში შენ გგავს. მხოლოდ იმას ხედავს სიტყვებში ან სტროფებში ან მათ მიღმა, რისი დანახვაც მას სურს და როგორც ჩანს, მასავით ძალიან ღარიბი თვალსაწიერი გაქვს... გული იმაზე მწყდება, რომ აქაურობა მდარე ხარისხის ლიტერატურით გადავსებულა. ძველ სახეებს ვერ ვხედავ. ვერ ვკითხულობ ან ძალიან იშვიათად ვკითხულობ აქ როის, ნიკას, გიორგი არაბიძეს, გიო არაბულს, თეას, ლიკანას, ვაჟა ხორნაულს, ნათია პაპიძეს, ჩემ ბათუმელ ბიჭებს, ვერც ახალაიას ვხედავ და ვერც ჭელიძეს... სამაგიეროდ რა დამხვდა, იმ სამი თუ ოთხი დღის მანძილზე, რაც აქ შემოვედი... საშინელი დეგრადაცია გემოვნების, აქა-ია გამონათებები მხოლოდ, აქა-იქ ძველი სახელები და სამაგიეროდ, ისეთი მდარე ლიტერატურა, რომ... როგორ არ მეტკინოს გული, როგორ არ დამწყდეს, როცა აქ საოცარ პოეზიას ვკითხულობდი ხოლმე და მერე ვტიროდი კიდეც... რა დაგვემართა? ზურა სალუქვაძის დონის პოეტებით რატომ გაივსო ეს ქვეყანა. გადავიკითხე ამ ლერია თუ ბრაზის ლექსები ერთ-ერთ სოციალურ საიტზე და... ასე ჩემი ილიკო ამბობს ლექსებს, გადაკეთებულად :) არ ვხუმრობ... უბრალოდ, გული მტკივა... გემოვნების დეგრადაცია გვჭირს. გამოხტება მერე ისევ აი, ამ ლერისნაირი ვიღაც და ბრტყელ-ბრტყელი, უაზრო სიტყვებით თავზე ლაფის დასხმას დაგიპირებს. ის კი არ იცის და არცაა საჭირო, რომ იცოდეს, რომ ერთი ცხოვრება უკვე გალიე, რომ შენი ერთი წელი, მისი მთელი ცხოვრების ტოლფასია, იმდენი გამოსცადე და სულ ფეხზე გკიდია ამ ლერის აზრიც და მისი საცოდავი ლექსებიც და მხოლოდ იმიტომ წერ, რომ გინდა ხავსს მოეჭიდო,.. ნიკი, რატომ დანაგვიანდა ეს საიტი ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენი ცნობიერება??? მე წავედი აქედან. აქ აღარ მოვბრუნდები. მართლა... არ მინდა აქაურობა შემძულდეს... მიყვარს აქაურობა. მეტისმეტად ბევრია ჩემთვის და ვიღაც არარაობებისთვის აქაურობას ვერ შევიძულებ, ამიტომ ისევ წავალ. "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო"... ამ კრიტიკას კი არ წავშლი... რადგან... კრავაი, კიდევ კარგი, რომ ხართ :) წავედი. მშვიდობით, ურაკო, ისევ კარგა ხნით. არ ღირს მოცდენა აქაურობისთვის. იკითხონ ლერებმა და კიდევ თეა თეაკოებმა თუ თაკოებმა ერთმანეთის თითიდან გამოწოვილი ლექსები სიტყვების ბრახაბრუხით სავსე და უკრან ერთმანეთს ტაში. ამ ბაკქანალიას მე ვერ დავესწრები... ნიკი, იმედია, გამოსწორდება აქაურობა :)
6. ახლაც იგივე აზრის ვარ: კომენტარი სჯობს თვითონ კრიტიკა პუბლიცისტიკას, ლოგიკურად უფრო გამართულია და თუ ვინმე დამწამებს, რომ დონ ბრაზის ნაცნობი ან ახლობელი ვარ, დაგარწმუნებთ, რომ ამ ადამიანის სახელიც კი არ ვიცი:
ახლაც იგივე აზრის ვარ: კომენტარი სჯობს თვითონ კრიტიკა პუბლიცისტიკას, ლოგიკურად უფრო გამართულია და თუ ვინმე დამწამებს, რომ დონ ბრაზის ნაცნობი ან ახლობელი ვარ, დაგარწმუნებთ, რომ ამ ადამიანის სახელიც კი არ ვიცი:
5. და თუ შენ დაგიჯერებთ პოეზია არის ის რაც შენ მოგწონს და გიყვარს, რადგან უამრავი ადამიანი ვიცი ვისაც ისეთი გიგანტები არ მოსწონთ როგორებიც არიან: ვაჟა, ილია, აკაკი, ჩვენი ლადო ასათიანი, ბარათაშვილი, ის გოგონაც არ მოსწონთ ლამის სახლში რომ შეეჭრა თუთა და არც ის კაცი, იმ ღამეს რომ მისი მერი ჯვარს იწერდა... "ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება გალა არ მოგწონდეს?" - მიკითხავს თავისთვის ხშირად და მიმიღია პასუხი - "ყველას ვერ მოეწონები!"
და მაშინ როდესაც ლექციას გვიკითხავ პოეზიაზე და ამბობ რომ პოეზია სწორედ ისაა რისი მაგალითებიც მოგყავს, შენ პოეზიას აქცევ ჩარჩოებში. შენ გიყვარს ჩარჩოები და არც მიკვირს ასე რომ გამოგივიდა, მაგრამ ყველაზე დიდი უთანხმოება შენივე მტკიცებასთან პოეზიის შესახებ არის შენივე ფრაზა:
"რა არის პოეზია... ეს უფრო მეტია, ვიდრე რითმები, წესები, კონვენცია ან ვერლიბრი... პოეზია - ეს არის რიტმი, პულსაცია, ცხოვრება..", რადგან ერთმანეთის საპირისპიროდ ირჩევ ორ სიტყვას: რითმა - ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება. რიტმი - თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა. ეს ორი ვითომ სხვადასხვა სიტყვა შინაარსობრივად ერთს მოიაზრებს, დააკვირდი განმარტებებს, რომელიც სპეციალურად შენთვის წამოვიღე, რომ მერე არ დაგებრალებინა შენი მოგონილიაო. დააკვირდი და ნახავ რომ განმარტებებში არის სიტყვები "გამეორება" და "პერიოდული მონაცვლეობა", ხოლო რისამე "პერიოდული მონაცვლეობა" არის იგივე "გამეორება". თუ მუსიკასთან ან ცეკვასთან გქონია შეხება ოდესმე მაშინ უცებ აღიქვამ რა რიტმზე გესაუბრები. ეგ ხომ არ აკმარე და "რიტმის" გვერდით და წერე სიტყვა "ცხოვრება", რომელიც ყველაზე მეტად დაულაგებელი რამაა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ.
რომ გეთქვა პოეზია თავისუფლება და არითმიააო, კიდე ჰო, მაგრამ ამ მოსაზრებაში გეტყობა ჩარჩოები გიყვარს და ვისაც ჩარჩოები უყვარს, ვისაც თავისუფლების ეშინია (რომელიც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა) არ მიკვირს რომ აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს.
ეს ხომ არ აკმარე პოეზიის თავისუფლებას და დასასრულს ახსენე გრამატიკა, რომელიც ერთ-ერთი რგოლია იმ ჯაჭვისა რომლითაც შენ დააბი პოეზია შენსავე გემოვნებაში, რადგან გრამატიკა თავად არის ნორმა, თუმცა ხანდახან გვაძლევს საჩუქრად გამონაკლისებს. შენ ხელოვანს ეუბნები რომ იკმაროს ეს გამონაკლისები და დარჩეს თავისუფალი. ვაჟას, ან ლუკას, როგორც შენ გენებოს გრამატიკასაც უწუნებდნენ და დიალექტსაც, კუთხურად რომ წერს ქართული ენა ასეთი ღარიბიაო ამბობდნენ.
ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი სისულელე გიწერია, მაგრამ ისეთი შეცდომები გაქვს დაშვებული, რომ აზრი ეკარგება იმ კარგს რაც შეიძლება ვიპოვოთ ამ გამოსვლაში, რომელიც იმიტომ დაწერე რომ ეს დღეებია აღარავინ იზიარებს შენს კრიტიკას. ამის მერე ალბათ თუ ვინმე იზიარებდა ისიც კი არ იზიარებს.
ახსენებ ბიბლიას და ყველა დღე ვიღაცას განიკითხავ, კიცხავ, მიუთითებ. არდა მემგონი ეგ ამბები ბიბლიაში ცოდვებადაა მოხსენიებული. ნუ შეიძლება შენ სხვანაირი ბიბლია გაქვს და ჩვენ არ ვიცით...
ახლა კი შენს მიერ შემოთავაზებულ ამონარიდებში, შევცვლი სიტყვებს და ვნახოთ ესეც თუ იქნება პოეზია:
„ის მხოლოდ საკუთარი უბედურებით იყო უბდური“ -( და რატომაც არა, ასე რომ დაეწერა რა არ იქნებოდა?) „შენ ხარ ეზოში ავ ძაღლზე მეტი“ - (იუმორისტული პოეზიის ჟანრში ვერ გავიდოდა?) „ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ კნუტს ჰგავდა“ - (რა კნუტი იმდენად ცუდი "ტიპია" რომ ვერ გამოდგება შესადარებლად?) „და როცა ქარი მიკოცნის მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის ქოლგა“ - (რა ქოლგა რომ დაეწერა პოეზია აღარ იქნებოდა?)
მათ ჰქონდათ თავისუფლება წერის დროს და ისინიც წერდნენ ისე, როგორც შენ მოგწონს, სხვები კი წერენ ისე როგორც სხვებს მოსწონს...
ამ ყველაფერს კი იცი სად მივყავართ? გემოვნებასთან... გემოვნება იცი რააა? გემოვნება ისაა რაზეც არ დაობენ, მის გამო უბრალოდ ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ... შენ ხედავ როგორ იქცევი? სცემ, ლანძღავ და ეომები მათ ვინც შენ არც კი გეხება.
გარდატეხის ასაკში არ ხარ, სურათზე გამჩნევ და რას დავაბრალოთ ასეთი ჩამოუყალიბებელი აზროვნება? ხან ალთას ხარ ხან ბალთას.
ერთხელ ალბერტმა თქვა, ჩვენმა ალბერტამ: "ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს"
პოეზია თავისუფლებაა, თავისუფლება კი არ გცნობს შენ, მე, მას, მათ... მიეცი პოეზიას თავისუფლება, მიეცი პოეტებს არსებობის უფლება!
ეკლესიური გოგო ხარ გეტყობა, ყველგან ღმერთს და ბიბლიას ახსენებ, ხოდა გისურვებ ბიბლიის წაკითხვისას აზრი გამოგეტანოს და ეკლესიაში ყოფნისას ღვარძლი გარეთ დაგეტოვებინოს...
კეთილი სურვილებით, შენზე დროს სულაც არ ხარჯავდა, დონ ბრაზი... და თუ შენ დაგიჯერებთ პოეზია არის ის რაც შენ მოგწონს და გიყვარს, რადგან უამრავი ადამიანი ვიცი ვისაც ისეთი გიგანტები არ მოსწონთ როგორებიც არიან: ვაჟა, ილია, აკაკი, ჩვენი ლადო ასათიანი, ბარათაშვილი, ის გოგონაც არ მოსწონთ ლამის სახლში რომ შეეჭრა თუთა და არც ის კაცი, იმ ღამეს რომ მისი მერი ჯვარს იწერდა... "ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება გალა არ მოგწონდეს?" - მიკითხავს თავისთვის ხშირად და მიმიღია პასუხი - "ყველას ვერ მოეწონები!"
და მაშინ როდესაც ლექციას გვიკითხავ პოეზიაზე და ამბობ რომ პოეზია სწორედ ისაა რისი მაგალითებიც მოგყავს, შენ პოეზიას აქცევ ჩარჩოებში. შენ გიყვარს ჩარჩოები და არც მიკვირს ასე რომ გამოგივიდა, მაგრამ ყველაზე დიდი უთანხმოება შენივე მტკიცებასთან პოეზიის შესახებ არის შენივე ფრაზა:
"რა არის პოეზია... ეს უფრო მეტია, ვიდრე რითმები, წესები, კონვენცია ან ვერლიბრი... პოეზია - ეს არის რიტმი, პულსაცია, ცხოვრება..", რადგან ერთმანეთის საპირისპიროდ ირჩევ ორ სიტყვას: რითმა - ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება. რიტმი - თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა. ეს ორი ვითომ სხვადასხვა სიტყვა შინაარსობრივად ერთს მოიაზრებს, დააკვირდი განმარტებებს, რომელიც სპეციალურად შენთვის წამოვიღე, რომ მერე არ დაგებრალებინა შენი მოგონილიაო. დააკვირდი და ნახავ რომ განმარტებებში არის სიტყვები "გამეორება" და "პერიოდული მონაცვლეობა", ხოლო რისამე "პერიოდული მონაცვლეობა" არის იგივე "გამეორება". თუ მუსიკასთან ან ცეკვასთან გქონია შეხება ოდესმე მაშინ უცებ აღიქვამ რა რიტმზე გესაუბრები. ეგ ხომ არ აკმარე და "რიტმის" გვერდით და წერე სიტყვა "ცხოვრება", რომელიც ყველაზე მეტად დაულაგებელი რამაა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ.
რომ გეთქვა პოეზია თავისუფლება და არითმიააო, კიდე ჰო, მაგრამ ამ მოსაზრებაში გეტყობა ჩარჩოები გიყვარს და ვისაც ჩარჩოები უყვარს, ვისაც თავისუფლების ეშინია (რომელიც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა) არ მიკვირს რომ აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს.
ეს ხომ არ აკმარე პოეზიის თავისუფლებას და დასასრულს ახსენე გრამატიკა, რომელიც ერთ-ერთი რგოლია იმ ჯაჭვისა რომლითაც შენ დააბი პოეზია შენსავე გემოვნებაში, რადგან გრამატიკა თავად არის ნორმა, თუმცა ხანდახან გვაძლევს საჩუქრად გამონაკლისებს. შენ ხელოვანს ეუბნები რომ იკმაროს ეს გამონაკლისები და დარჩეს თავისუფალი. ვაჟას, ან ლუკას, როგორც შენ გენებოს გრამატიკასაც უწუნებდნენ და დიალექტსაც, კუთხურად რომ წერს ქართული ენა ასეთი ღარიბიაო ამბობდნენ.
ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი სისულელე გიწერია, მაგრამ ისეთი შეცდომები გაქვს დაშვებული, რომ აზრი ეკარგება იმ კარგს რაც შეიძლება ვიპოვოთ ამ გამოსვლაში, რომელიც იმიტომ დაწერე რომ ეს დღეებია აღარავინ იზიარებს შენს კრიტიკას. ამის მერე ალბათ თუ ვინმე იზიარებდა ისიც კი არ იზიარებს.
ახსენებ ბიბლიას და ყველა დღე ვიღაცას განიკითხავ, კიცხავ, მიუთითებ. არდა მემგონი ეგ ამბები ბიბლიაში ცოდვებადაა მოხსენიებული. ნუ შეიძლება შენ სხვანაირი ბიბლია გაქვს და ჩვენ არ ვიცით...
ახლა კი შენს მიერ შემოთავაზებულ ამონარიდებში, შევცვლი სიტყვებს და ვნახოთ ესეც თუ იქნება პოეზია:
„ის მხოლოდ საკუთარი უბედურებით იყო უბდური“ -( და რატომაც არა, ასე რომ დაეწერა რა არ იქნებოდა?) „შენ ხარ ეზოში ავ ძაღლზე მეტი“ - (იუმორისტული პოეზიის ჟანრში ვერ გავიდოდა?) „ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ კნუტს ჰგავდა“ - (რა კნუტი იმდენად ცუდი "ტიპია" რომ ვერ გამოდგება შესადარებლად?) „და როცა ქარი მიკოცნის მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის ქოლგა“ - (რა ქოლგა რომ დაეწერა პოეზია აღარ იქნებოდა?)
მათ ჰქონდათ თავისუფლება წერის დროს და ისინიც წერდნენ ისე, როგორც შენ მოგწონს, სხვები კი წერენ ისე როგორც სხვებს მოსწონს...
ამ ყველაფერს კი იცი სად მივყავართ? გემოვნებასთან... გემოვნება იცი რააა? გემოვნება ისაა რაზეც არ დაობენ, მის გამო უბრალოდ ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ... შენ ხედავ როგორ იქცევი? სცემ, ლანძღავ და ეომები მათ ვინც შენ არც კი გეხება.
გარდატეხის ასაკში არ ხარ, სურათზე გამჩნევ და რას დავაბრალოთ ასეთი ჩამოუყალიბებელი აზროვნება? ხან ალთას ხარ ხან ბალთას.
ერთხელ ალბერტმა თქვა, ჩვენმა ალბერტამ: "ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს"
პოეზია თავისუფლებაა, თავისუფლება კი არ გცნობს შენ, მე, მას, მათ... მიეცი პოეზიას თავისუფლება, მიეცი პოეტებს არსებობის უფლება!
ეკლესიური გოგო ხარ გეტყობა, ყველგან ღმერთს და ბიბლიას ახსენებ, ხოდა გისურვებ ბიბლიის წაკითხვისას აზრი გამოგეტანოს და ეკლესიაში ყოფნისას ღვარძლი გარეთ დაგეტოვებინოს...
კეთილი სურვილებით, შენზე დროს სულაც არ ხარჯავდა, დონ ბრაზი...
4. "რა არის პოეზია... ეს უფრო მეტია, ვიდრე რითმები, წესები, კონვენცია ან ვერლიბრი... პოეზია - ეს არის რიტმი, პულსაცია, ცხოვრება.."---სრულ სიმართლეს ამბობ, ჩემო ნია! "რა არის პოეზია... ეს უფრო მეტია, ვიდრე რითმები, წესები, კონვენცია ან ვერლიბრი... პოეზია - ეს არის რიტმი, პულსაცია, ცხოვრება.."---სრულ სიმართლეს ამბობ, ჩემო ნია!
3. ისე, კი ვიცი ტყუილად რომ დავწერე ახლა ეს აქ, მაგრამ... რა ვიცი, ტყუილად ვითომ? :) ისე, კი ვიცი ტყუილად რომ დავწერე ახლა ეს აქ, მაგრამ... რა ვიცი, ტყუილად ვითომ? :)
2. თეა ხარ თუ თეაკო, ჯერ რომ ეს ვერ გადაგიწყვეტია, ამის მეტი თუ ვერაფერი ამოიკითხე აქ, შენთვის და შენნაირებისთვის არ დაწერილა, ესე იგი :) ჰოდა, გაიარე, შემოგევლე :) გაიარეეე :) თეა ხარ თუ თეაკო, ჯერ რომ ეს ვერ გადაგიწყვეტია, ამის მეტი თუ ვერაფერი ამოიკითხე აქ, შენთვის და შენნაირებისთვის არ დაწერილა, ესე იგი :) ჰოდა, გაიარე, შემოგევლე :) გაიარეეე :)
1. ნიაკო სუსტი კრიტიკა თუ პუბლიციტიკაა
ამის მეტი თუ არაფერი იცოდი, რას გადაჭამე სამი დღის განმავლობაში მთელი საიტი? შენ ამბობ: შექმნა - ეს არის ამოსუნთქვა, გათავისუფლება, ან როგორც გურამ რჩეულიშვილი წერდა, „ვნების სიმძაფრე“...
იქნებ იმ შენს არმოწონებულ ლექსებშიც ამოისუნთქა ავტორმა? სუნთქვა და ამოსუნთქვა ხომ სუბიექტურია და საერთოდ, რამდენიც გინდა წერო და აკრიტიკო ახლა ან ამის დამწერი, ანდა სხვა ვინმე, ყველა ლექსს ჰყავს თავისი მომწონებელიც და დამწუნებელიც. კეთილი სურვილებით და ნებისყოფის მოკრების სურვილებით მე
ნიაკო სუსტი კრიტიკა თუ პუბლიციტიკაა

| მონაცემები არ არის |
|
|